მოგესალმებით ყველას

6 წლის ვიყავი პირველათ სერიოზულ თევზაობის პონტში რომ წამიყვანეს და მის მერე მოწამლული ვარ, ყველანაირ გართობას და დროსტარებას თევზაობა მირჩევნია

დასავლეთ საქართველოში თუ რამე წყალსაცავი, მდინარე, ტბა, ნაკადული, ჩანჩქერი, თუ გუბურაა თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი

აღმოსავლეთში ნაკლებად. რასაც დავკვირვებივარ სხვაზე ნაკლები არსად არასდროს არ დამიჭერია, სხვაზე გაცილებით მეტი კი ხშირად. თავის ქებით არ ვამბობ ამ ყველაფერს, ისე მოვყევი უბრალოთ. რა თქმა უნდა ვსაუბრობ მხოლოდ ანკესით და სპორტულ თევზაობაზე და არა სხვა მაიმუნობებზე.
ძალიან მაწუხებს ის ფაქტი რა თქმა უნდა, რომ ბოლო დროს ძალიან მცირდება თევზის რაოდენობა ყველგან დედა აფეთქებული ბრაკონიერების გადამკიდე. ასე თუ გაგრძელდა ერთადერთი სათევზაო ვარიანტი მხოლოდ კერძო და ფასიანი ტბები დარჩება საბოლოოთ
ახლა ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში სადაც შეიძლება თევზაობა ასე თუ ისე არის ფოთი, კეფალზე და ისიც მუღამი უნდა იცოდე იქ თევზაობის. შაორზე წასვლას ჩემი აზრით აზრი საერთოდ არ აქვს, ტყიბულის წყალსაცავზეც ძაან ნაკლებად უკვე, კარასი ძირითადად და შამაიაც გამოერევა. შავწყალზე ქაშპების დაჭერაც შეიძლება. შუა ზაფხულში ვიყავი ტყიბულში და სადღაც 10 კილო შამაია დავიჭირე, სტანდართული ზომების, არც დიდები და არც ძაან პატარები, ამ ბოლოსაც ვიყავი და შამაია ძაან ნაკლებად მოდიოდა უკვე. პალიასტომზეც დავდიოდი ზაფხულში და კარგათ მოდიოდა შამაია. შეიძლება ასევე რიონზე და ყვირილაზე წასვლაც, ოღონდ ადგილები უნდა იცოდე და თან ძაან უნდა გაგიმართლოს თევზი რომ დაიჭირო

და ბოლოს რა თქმა უნდა კერძო და ფასიანი ტბები, კობრზე სათევზაოთ. ესენიც არც ისე ბევრი რაოდენობის არის დასავლეთში და საკმაოდ პერსპექტიული ბიზნესია ჩემი აზრით. მე ძირითადად კერძო ტბაზე დავდივარ ამ ბოლო დროს, ახლოს არის და თან ფულს არ ვიხდი, ახლობელია

სულ სხვა მუღამი აქვს ველურ ბუნებაში თევზაობას, მაგრამ რათ გინდა, დედა უტირეს ყველა ადგილს უკვე. შემიძლია ფასიანი კერძო ტბებიც დავწერო სად არის თუ დააინტერესებს ვინმეს
ეს იყო ჩემი კომენტარი
This post has been edited by sul ertia on 16 Sep 2014, 14:42