მოკლედ, ამ შაბათ კვირას გურიაში გახლდით, კერძოდ ლანჩხუთის რაიონში. მოვიარე ახლო-მახლო მცირე მდინარეები, +სუფსა და აწ უკვე ნარიონალის ჭაობი. მცირე მდინარეებში საკმაოდ არის ღორჭოები და პატარა წვერები. სუფსაზე დიდად ვერ ვითევზავე, თევზი უშუალოდ მთავარ შენაკადშია რომელიც ჩქარი და დიდია, შტოებში თითქმის არ გადის თევზი. ბავშვები ვნახე და პუტანკებით კარგ ზომის წვერებს და ქაშაყს იჭერდნენ, ავუხსენი არ შეიძლება ამით თქო, მაგრამ "ამაღამ ეს უნდა ვჭამოთო" და რაღა უნდა მეთქვა, ღმერთმა გაგიმარჯოთ თქო და წამოვედი.
ნარიონალის ტბები რუკაზე ვნახე თავიდან და გადავწყვიტე რახან იქით ვიყავი მომენახულებინა. რაც რუკაზეა იმის 20%ია დარჩენილი, დანარჩენი დამშრალია. ერთ მცირე ზომისაში თევზი ყავს გასაყიდი გაშვებულია, იქაურები გამოვკითხე, მეორე საკმაოდ დაჭაობებულია, თუმცა ალაგ-ალაგ რაღაც თევზი დახტოდა. ისევ იქაურებმა მითხრეს საზანიც არის და ქარიყლაპიაცო. საკმაოდ მიუვალია, ფეხით ძლივს შევძვერ ერთ ადგილას, თუმცა ერთი საათიც არ მითევზავია ისე წამოვედი. ამ ერთ საათში დონკაც ვცადე და პაპლაოკიც არაფერს დაურტყამს.
ხო, რაც მთავარია, ამ ჩემს 4-5 დღიან თევზაობას შეეწირა მხოლოდ 3 ღორჭო, 1 ბავშვი გვყავდა და იმან ითამაშა და ორიც თბილისში ჩემს აკვარიუმში მინდოდა გაშვება, მაგრამ ღამე დატოვებული დილით წყალი გადასხმული დამხვდა და თევზიც მკვდარი

დანარჩენი დაჭერილი თევზი უვნებლად დაბრუნებულ იქნა მდინარეში.
14-15 ში გორისკენ მინდა გასეირნება, კარგა ხანია იქ 2 მდინარეს ვუვლი გვერდს გავლა-გამოვლისას და უნდა ვნახო რა სიტუაციაა.
Fishing, with me, has always been an excuse to drink in the daytime.