გუშინ მოვახერხე და გავედი როგორც იქნა.
მაგარი დღე იყო, დაახლოებით 4 საათში 50-მდე დავიჭირე, შედარებით მოზრდილები დავიტოვე, შევასრულე ჩემი ლიმიტი და წამოვედი.
აქ უმეტეს წყალსაცავებზე 5 ცალზე მეტი კალმახის შენახვა არ შეგიძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გიპოვეს ზედმეტი, ან ლეგალურ ზომას არ შეესაბამება, თითო თევზზე 150$-ია ჯარიმა.
მე ძირითადად დაიჭირე-გაუშვის მეთოდით ვთევზაობ, თუ დამიჯდა ბომბორა, მაშინ ვიტოვებ.
ეს გუშინდელებია, არიან სადღაც 35-45სმ-შორის.