ბევრი ვარიანტი ვნახე კრეატინის მიღების წესის, ჩატვირთვის ფაზით თუ მის გარეშე. მოკლედ ამ ამბავში ვერ ვერკვევი კარგად და როგორ ჯობია რო გავაკეთო.
კრეატინი, რომელიც ვიყიდე ამას უწერია 1 ჩაის კოვზი გახსენით 225 მლ წყალში და დღეში 4 ჯერ მიიღეთ, 5 დღის განმავლობაშიო (ანუ 20 გრამი) და მერე 2-ჯერ დღეშიო (ანუ 10 გრამი).
ფორუმზეც წერია და სხვაგან მე რაც წავიკითხე, მგონი ჯობია ჩატვირთვის ფაზის გარეშე დავიწყო და ხომ არ ჯობია 5-6 გრამი გავხსნა 225მლ წყალში, დავყო ორ ნაწილად და დღეში
ორჯერ მივიღო ვარჯიშის მერე (დილის ვარჯიშის და საღამოს ვარჯიშის მერე)?
აი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე მითხარით როგორ ჯობია მივიღო.
ოღონდ არ მითხრათ ეხლა, ჯერ არ გინდა ისე დაიწყე და მერე ალბათ დაგჭირდებაო.

მოკლედ მიღების წესი მაინტერესებს მხოლოდ.
Tomorrow Starts Here...