#40551911 · 12 Apr 2014, 10:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
BIG GATSBY
QUOTE | სირბილის დაწყება მომინდა თქვენი თემის შემყურე... იქნებ მითხრათ სწორად როგორ უნდა ვირბინო და რამდენით დავიწყო
|
დაიწყე ძუნძულით; არავითარი სწრაფი სირბილი და ჰუსეინ ბოლტობა. ძუნძულის წინ მოთელვითი ვარჯიშები გააკეთე. (იუთუბზე ნახავ რამეს, შენ თვითონ ამოარჩიე რაც გაწყობს) დაახლოებით 15 წუთი რომ იძუნძულო კვირაში 3-ჯერ (დღეგამოშვებით) პირველი კვირა ეგ იქნება. შემდეგ, მეორე კვირა, ნელი სირბილი და სიარული შეუთავსე ერთმანთს. მაგალIთად ასე, 5 წუთI ირბინე და 2 წუთი იარე. ესეც გააკეთე 3-ჯერ. 1 კვირა. და შემდეგ, გაზარდე სირბილის ხანგრძლივობა (ოღონდ ტემპი ჯერ არ მოუმატო) დაახლოებით 3-4 კვირაში მიხვალ იმ დონემდე რომ აღარ დაგჭIრდება სიარული, არამედ პირდაპირ ირბენ 15-20 წუთს ნელი ტემპით. შემდეგ შეგიძლია სისწრაფეზე ვარჯიში და მუშაობა. სუნთქვაზე გაამახვილე ყურადღება. სასურველია ისუნთქო ცხვირით და ჰაერი წავიდეს მუცელში და არა მკერდში. სუნთქვა ააყოლე ფეხის ნაბიჯებს. მაგალითად, 5 ფეხის გადადგმა = ამოსუნთქვა, 3 ფეხის დადგმა = ჩასუნთქვა) ზოგადად, როცა ტემპი იმატებს და სისწრაფე მატულობს, ორგანიზმს სჭირდება მეტი ჟანგბადი, შესაბამისად, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის შეხამება იცვლება. მაგალითად ასე = 3 ამოსუნთქვა, 1 (ან 2) ჩასუნთქვა) gogita231QUOTE | დილით უკეთესია ვარჯიში თუ საღამოს??
|
ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არის ამ კითხვაზე. ზოგს დილით მოსწონს ვარჯიში, ზოგს საღამოს.
მე დილის მორბენალი ვარ. ბევრ უპირატესობას ვხედავ დილით სირბილში. მაგალითად:
1) ორგანიზმი დასვენებულია და შეუძლია თავისუფლად შეეჭიდოს ამ დილემას, რასაც სირბილი ჰქვია. 2) მთელი დღე მაქვს თავისუფალი და ჩემი საქმეებით ვარ დაკავებული. 3) დილით რომ დავრბივარ, მთელი დღის განმავლობაში ვასწრებ გამოშუშებას (recovery ინგლისურად). 4) ზაფხულში უფრო ვუჭერ მხარს დილით სირბილს, რადგან სიცხე არ არის დიდი, პირიქით, სასიამოვნოა სირბილი. 5) მანქანები ნაკლებად არის დილით და ჰაერიც შედარებით სუფთაა. (გზის გაყოლებაზე როცა დარბის ადამიანი მაშინ არის ეს გასათვალისწინებელი)
რა თქმა უნდა, დილით სირბილ აქვს თავისი ნეგატიური მხარეებიც. (მაგალითად, დილით გაღვიძება არ არის ადვილი, ასევე რიტმში ჩაჯდომა ზოგ მორბენალს უჭირს ხოლმე დილით და დრო სჭირდება და სხვა მიზეზები კიდევ)
This post has been edited by მაჰათმა განდი on 12 Apr 2014, 10:36
--------------------
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".
|