არა, არანაირად არ მიფიქრია მაგაზე და თავშიც არ მომსვლია რომ არ მოგატყუო...

რას ქვია არანაირი განახლება არ შველის ბოლიდს? როგორ არ შველის, შველის მაგრამ სხვებიც ანახლებენ და ფერარი ვერ ეწევა ფერხულში, ეგაა და ეგ...
ის, რომ რომელიმე სხვა პილოტი მაგ შასის ვერ ერგება, მაგ არგუმენტსაც ვერ მივიღებ, ან როგორ უნდა მივიღო?! შასი რა შუაშია კაცო?! შასი შასია და მორჩა, ნასტროიკები კი, ყველა პილოტი თავისთვის ირგებს და ისეთებს უყენებენ როგორიც უნდათ...
რავი, ეგრე მაშინ, ლუისამ როგორ მოუგო პირველივე წელს? ტრული როგორ უგებდა პირველ რბოლებში? ფიზიკელა როგორ დადიოდა რენოთი?...
ის რომ ნანდო ჯობდა თანაგუნდელებს, თანაგუნდელების პრობლემა მგონია მე პირადად და არა ნანდოსი...
უფრო მეტს გეტყვი, ფეტელს როგორ ჯობნის რიკიარდო წელს? ბოლიდი ხომ მთლიანად ფეტელზეა აწყობილი? აი, როგორ ჯობნის რიგ შემთხვევებში? პილოტია კარგი და იმით, მეტი ვერაფრით (უკეთესი თქო ენა არ მომიბრუნდება ვთქვა, იმიტომ რომ ფეტელს პრობლემები აქვს ფაქტია)...
ახლა ფერარის ###ობა ნანდოს დავაბრალოთ, არაა მთლად სწორი ჩემი აზრით, აბსოლუტურად მესმის შენი გადასახედიდან დანახულიც, მაგრამ რა ვქნათ?! ბედის უკუღმართობის გამო გვიწევს ნანდოს ფერარის ბოლიდზე ცქერა, მე რომ არ მინდა ეგ ამბავი კი იცი და თქვენც თუ არ გინდოდათ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი

პ.ს. რავი, მე რაც ვიცი, ნანდო ყველაზე (ერთერთი ყველაზე) უპრეტენზიო პილოტია ნასტროიკების მიხედვით და სადაც კი მჯდარა, ყოველთვის მაქსიმუმი ამოუღია... რაიმე სპეციფიური მოთხოვნები მისგან არასოდეს გამიგია, განსხვავებით მისი ახლანდელი თანაგუნდელისგან, რომელიც 5 რბოლის განმავლობაში საჭის ჰიდრავლიკის სიხისტეს ვერ არეგულირებდა რენოში

პ.პ.ს. განახლება თუ ვერ შველის ეგ რაღა ნანდოს ბრალია საერთოდ არ მესმის... ნანდო ბოლო რბოლაზე 18 წამით ჩამორჩა მხოლოდ ლიდერებს და რა გითხრა?!

მეტს თხოვდი? მეც სხვათაშორის, რომ არა თავყლე იტალიელები ჩამორჩენა ნაკლები შეიძლება ყოფილიყო და ნანდო მასას წინ... მაგრამ რა ვქნათ?!
This post has been edited by Matadorrr on 23 Jun 2014, 22:17