ronaldo99ბევრნაირი პროგრამაა ბოდიბილდინგ ქომზე შეგიძლია გადახედო მაგრამ თუ გინდა დაგიწერ გლეხურად რაუნდა ჭამო.. რასაც მე ვჭამ მასისთვის იმას ვწერ..
დილით გერკულესი , ხლებცები თაფლით , ბანანი ან მოხარშული კვერცხი.. საუზმე რო დილიდანვე ხოდზე მოხვიდე ენერგიულად რო იყო..
მერე 12 სთ-1 სთ ჭამე სალათი , ხილი რამე მსუბუქად. ამ დროსაც კაი იქნება ცილა მიიღო რო ცილების რაოდენობა დღის განმავლობაში მიუახლოვო ნორმას, არა აუცილებელი ამ დროს ცხოველური ცილა იყოს მაინცდამაინც
6 სთზე თუ ვარჯიშობ 3-4 ზე ჭამე გრეჩკა, ბრინჯი , იტოგში ნელი ნახშირწყლები + ცოტა ხორცი ან მოხარშული კვერცხი.. აქაც ნახშირწყალი და ცილა ოღონდ უფრო ნახშირწყლებზე გააკეთე აქცენტი იმიტო რო ეს ჭამა უშუალოდ ვარჯიშისწინაა და ენერგია გინდა..
ვარჯიშიდან რო მოხვალ ეცადე მაქსიმალურად ცხოველური ცილები მიიღო.. თუ გინდა ნახშირყწლებიც მიიღე ამ დროს მაგრამ ცოტა..
ვარჯიშის მერე ჭამა მე დაახლოებით 9 მიწევს და მერე თუ მაგრად მომშივდა უცხიმო ხაჭოს ვჭამ ხოლმე რო ისევ ცილები მივამატო დღის ნორმას რა..
ვარჯიშის მერე პროტეინი დალიე დაბალ ცხიმიანი.. პლიუს დილითაც რო დალიო უზმოზე 1 სერვინგი კიდე უფრო მაგარი შედეგი გექნება კუნთის ზრდაში ამიტო თუ ფინანსები გიწყობს ხელს დღეში 2 ჯერ დალიე.. დილით და ვარჯიშის მერე..
____
ეხლა იასნა მასის ზრდაში ყველა გულისხმობს კუნთის ხარჯზე გაიზარდოს მასა და არა ცხიმის. ამიტო პურს თუ შეგიძლია მოერიდე.. ან შეამცირე.. როცა მაგრად მოგინდება პურის ჭამა შავი ლიტვური ან ჭვავის დაითრიე ოღონდ ესეც ზომიერად ჭამე..
ხო კიდე მაკარონი ეცადე კვირაში მაქსიმუმ 2-3 ჯერ ჭამო.. მაინც ჯობს ნახშირწყლები გრეჩკიდან ,ხლებციდან , ბრინჯიდან , გერკულესიდან მიიღო..
რავი ესაა რა თქმა უნდა პროფესიონალის კვება არ წერია ზევით მაგრამ ფორმაში ჩადგები რა

____________
ხო კიდე დიდი ხნის უვარჯიშებელი ვარო რო დაწერე და ცხიმი მომატებული გექნება იასნა ამიტო პირველი თვე ამ კვებით შანსი არაა წონაში მოიმატო ჯერ ის ზედმეტი ცხიმი ადვილად დაიწყებს დაწვას რადგან ვარჯიში ახალი დაწყებული გაქ კუნთებიც ტონუსში მოვა.. მერე უკვე ცოტას რო დაიფერთხები წონა გაგიჩერდება ვეღარ დაიკლებ და მერე დაიწყებ ნელ ნელა კუნთის ზრდას..
ანუ მარტივად რო შეხედო
ადრე
არ ვარჯიშობდი+იკვებებოდი ცუდად
ეხლა
ვარჯიშობ+იკვებები კარგად
ანუ არარეალურია ეგრევე მასის მატებით დაიწყო ხო ხვდები..
ვაბშე მე გირჩევდი რო პროტეინის სმა დაიწყო 1 თვე-1თვენახევრის მერე როცა უკვე წონა გაგიჩერდება..
_________________________
წარმატებები