AAmONნელ-ნელა მივყვები შენს პოსტს და ვეცდები მაქიმალურად დეტალური პასუხი გაგცე

ოპა, ეგ უნდა შევცვალოთ

უნდა ჭამო ხშირად. შენ სავარაუდოდ ნივთიერებათა ცვლა გაქვს დარღვეული და "გერგება" აბსოლუტურად ყველაფერი, მგონი ჰაერიც და ეგრევე "ჯანებში" მიდის

პირველ რიგში, სანამ დარბაზის აბონიმენტს შეიძენ, დაარეგულირებ კვებას. მაქსიმალურად გაზრდი ცილებს რაციონში, ხოლო კალორიებს და ნახშირწყლებს მოუკლებ. არის რამდენიმე პროდუქტი, რომელიც უნდა ამოიღო საერთოდ. არ შეამცირო, არამედ ამოიღო. ესენია:
ყველანაირი გაზიანი სასმელები, ცომეული აბსოლუტურად ყველანაირი, ტკბილეული (ტორტი ნამცხვარი და ყველაფერი რაც ე.წ დროჟზე კეთდება), მაიონეზი, სწრაფი კვების პროდუქტები, ზეტში შემწვარი და მოხკარული,უნდა დაიყვანო მინიმუმამდე შაქრის მიღება.
თითქოს ძალიან ბრუტალურად ჟღერს, მაგრამ დამიჯერე, სულაც არ არის რთული ამის გაკეთება.
პროდუქტები, რასაც უნდა მიეძალო:
ქათმის ხორცი (ქათამი,ფილე), საქონლის ხორცი,თევზი (თინუსი,ორაგული,სკუმბრია,ხეკი-მოხარშული), ბურღულეული, კარტოფილი ძალიან ცოტა რაოდენობით და ისიც დღის პირველ ნახევარში, ყველანაირი სალათი,უცხიმო ყველი...
ეს ძალიან მოკლედ რომ დავწერო ამ ეტაპზე.
ვარჯიშს რაც შეეხება, არსებობს უამრავი მოსაზრება, მიდგომა და ა.შ
რუსული კარგად თუ იცი, აი დაგიდებ ლინკს და გადახედე.
http://www.fit4life.ru/მე მივყვებოდი ამ კაცის რჩევებს. რავი,მგონი ცუდი შედეგი არ უნდა იყოს 6 თვისთვის.
დანამატებს რაც შეეხება, პირველ ეტაპზე არ გჭირდება. მოდი ჯერ გავიგოთ შენ შენით, ბუნებრივად, როგორი გაქვს კლების დინამიკა და მერე მივახმაროთ დანამატებიც