სალამი!
რამოდენიმე კითხვა მაქვს და თქვენი დახმარება მჭირდება. 
მოკლედ გეგმა მაქვს 104კგ-დან 85-90კგ-ზე დაბრუნება  

  სიმაღლე 188სმ. (სიმაღლეში იგივე მინდა დავრჩე 
 
  
  )
კვირაში 3 დღე დავიწყე კარდიოები, პრესები. ვარჯიშს ვიწყებ დილის 9ზე. ასევე ჩემით ვიპროფესორე და კვებაც დავალაგე თითქოს, მაგრამ ვატყობ რომ არაფრის ხალისი აღარ მაქ, თითქოს მთელს ენერგიას დილის ვარჯიშებზე ვტოვებ. ამ ვარჯიშების გარდა კვირაში 2 დღე ფეხბურთს ვთამაშობდი და იქაც შევატყე რომ წინანდელთან შედარებით ვეღარ დავრბივარ.
ვხვდები რომ სწორედ არ ვაკეთებ რაღაცას. იქნებ მირჩიოთ გამოცდილმა ხალხმა. მე უფრო კვება მგონია რო სათანადოდ არ ვიკვებები მაგრამ შეიძლება ვცდები  
 
 დიდი მადლობა წინასწარ!