არ დაგეზაროთ წაკითხვა
გამარჯობათ , 1თვეზე ცოტა მეტია რაც დავიწყე ვარჯიში, 186 სიმაღლე და 94 კილო ვიყავი
თავიდან ტრენერმა მითხრა რო ჯერ უნდა დამეკლო და მერე გამაგრძელებინა ვარჯიში , შევადექი ამ სარბენ ბილიკში,
1საათი დავრბოდი , დაახლებოით 8 -9 კილომეტრს ასეთი სისტემით ,
7წუთი დავრბოდი 10.5 სიჩქარეზზე, 3წუთი დავდიოდი 6 სიჩქარეზე, სადრაც 10 დღე ვირბინე ესე, შედეგი იყო 1კილო
მერე ხან როგორ ვცადე ხან როგორ , 15წუთი დავრბოდი 3წუთი ვისვენებდი იიგივე სიჩქარეებზე მარა ჩემი ფეხები შედეგი მქონდა 2კილო 20 დღეში
მაგარი გამიტყდა არადა სუ სხვა შემარტებით მივედი , სასტავმა 4დღეში 2კილო დავიკელიო , და რავი იტოკში ის მუღამიც მიქრებოდა რისგამოც შევედი სავარჯიშოდ
ახალწლებზე 31ში რო ავიწონე 95 კილო ვიყავი , და 5იანვარს რო ავიწონე 94 ვიყავი, არადა ვისხი და ვისხი სასმელი, ნახევარი გოჭი მე შევჭამე სახლში მარტო და 1 კილო დავიკელი ტო, და 20დღე რო თავს იტყნავ იმდენს დარბიხარ და შედეგი თიტქმის არაფერი დავიკიდე და წონაში დაკლება გადავდე გაზაფხულისთვის , ამ ზაფხულს დავრბოდი და 18 დღეში 8 კილო დავიკელი თბილად ჩაცმულმა, ზამთრის კურტკიტ და რამე
ხოდა მაისი ივნისი ვაპირებ დაკლება 15 კილო მაინც უნდა დავიკლო რა მინიმუმ, ჩემი გათვლებით , შეილება მაისამდე დავიწყო სირბილი ,
10დღეა რაც კაჩაობა დავიწყე , ვარჯიშის დაწყება ვაკეთებ , 40 პრესს ქვედა კუნტებისთვის, და 40 პრესი ჩვეულებრივ, ვარჯიშის ბოლოსაც ვაკეთებ ხოლმე მაგრამ ხან ისე ვიღლები რო რავი
ანუ პრესებს სუ ვაკეთებ , ფეხებს ვაკეთებ მკერდს თუ ზურგს აზრი არაქვს .
ასეთი ტიპი მინდა ვიყო რა, ნუ კუბიკები მთლად ესე არა მარა რო მეტყობოდეს მაინც რა და შესაძლებელია ივნისის ბოლომდე ეს შედეგი ?
ძაან დიდები რო არიან და 200კილოებს ურახუნებენ და შტანგებს ზედ იღუნავენ, ეგეთი არმინდა რო ვიყო
თან ყოველი ვარჯისის ბოლოს ესე 15 წუთს დავრბივარ ტემპში რო ძაანაც არ წავიდე წონაში და პარალელურად ცხიმებიც ვწვა
ეხლა რაც ზემდეტი მაქ ღიპია რა, ისიც პატარა, ხელები ფეხები არმაქ პუტკუნა
ხოდა ჭამას რაც შეეხება ამაზეც მინდა რჩევები რა, ესეგი ჩემი ყველა დღე თითქმის სტანდარტულია ,
დილით ვჭამ 4სასიკს ან 3კვერცხს ( გულსი გარეშე) 1 ნაჭერ პურს ვაყოლებ
ასე 1საათისკენ სამსახურში ვჭამ ხაჩაპურს და ენერგეტიკულ სასმელს ვაყოლებ ( ვიცი რო არვარგა) და ბანანი 1ცალი
ვაპირებ რო სამსახურში ვატარო ხოლმე რამე
საღამოთი კიდე როცა დავრბოდი ვარჯიშამდე არ ვჭამდი ხოლმე, ეხლა რო ვკჩაობ 1საათით ადრე თუ შევჭამ ხოლმე , ხანდახან არ ვჭამ, და რო ამოვალ ჯიგრულად ვჭამ
საღამოს იმას ვჭამ რეალურად რაც საჭიროა, მოხარშული ქათმის ფილე , ბრინჯი ბოსტნეულით , გრეჩიხა და ასე შემდეგ, იტოკში ვარჯიშიდან რო ამოვალ 1 დიდ თეფშს საჭმელს ვჭამ ხოლმე და ხილს ვაძრობ კიდე სახეს, 2 ფორთოხალი 2ვაშლი, და ასე შემდეგ
ჭამაზე რაც მაინტერესებს ძაან არასასურველია შუადღის ხაჭაპური ჭამა? დავუშვათ მანდაც ვატარე კონტეინერით გრეჩიხა და ეგენი დილით რავქნა?
მირჩიეთ კიდე რა შევმატო ჩემ კიშკებს, ყოველდღე გრეჩიხა ბრინჯი და ქათამის ფილე ამოვიდა ყელში რა
თან მშრალად კვება არ შეიძლება , კუჭის პრობლემების გამო და ვინუჟდენი ვარ ხანდახან წვიანებიც ვჭამო ხოლმე
მოკლედ მომეცIტ კვებაზე რამე რჩევა, და კიდე მაინტერესებს ზაფხულში სირბილს რო დავიწყებ რა დავლიო გამოსაშრობი ? აბებეს რო სვავს კრეატინი თუ რაღაც, ოღონდ ეფექტურიც რო იყოს, დარბაზში სადაც დავდივარ რაღაც ვიყიდე მარა მგონი ###ობაა ეს
მოკლედ თქვენი იმედი მაქვს
This post has been edited by Going_Insane on 12 Feb 2015, 00:39