კი, მე ვუყურებ Full HD-ში.
სკაის აქვს ოფიციალური ონლაინ სტრიმინგი nowtv.com-ზე, სადაც ავტორიზაციას sky.com-ის ID-თი გადიხარ.
ერთი შეზღუდვა რაცაა, რომ Only UK სერვისია, ამიტომ რამე პროქსი სერვერი გინდა, რომ ვითომ UK-დან შედიხარ. მე ვიყენებ Google Chrome + Hola Better Internet ედონს.
მოკლედ, ჰოლა-ს დახმარებით შედიხარ sky.com-ზე, ქმნი პროფილს, მერე შედიხარ ასევე nowtv.com-ზე ჰოლას დახმარებით ჩერეზ UK, ავტორიზაციას გადიხარ სკაი.კომის ექაუნთით.
მერე უნდა იყიდო საბსქრიფშენი.
ეგ ორია - ერთდღიანი და ერთკვირიანი.
ერთდღიანი ღირს 6.99 ფუნტი, ერთკვირიანი - 10.99 ფუნტი.
შეიძლება ძვირი მოეჩვენოს ხალხს, მაგრამ F1-ის ბილეთები უფრო ძვირი ღირს

მე პირადად მიღირს 30 ლარის გადახდა კარგი სტრიმისთვის ვიკენდზე.
მე ერთ კვირიანს ვყიდულობ ხოლმე. როცა იყიდი pass-ს, გააქტიურება როცა ყურებას დაიწყებ, მაშინ მოხდება. ანუ შეგიძლია წინასწარ იყიდო და შეინახო.
+ გარდა SkySports F1HD-სა სკაისპორტის სხვა ყველა არხის ყურებაც შეგიძლია მაგ pass-ით ლაივში.
თან არც ჭედავს და არაფერი, ბრწყინვალე სერვისია.
გადმოცემა არის Full HD, 1920x1080
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.