ჰოო ეგ ფერარის 90 მილიონიანი წილი მაგარი იჩალიჩა ლუკამ
ეგეთივე მაფიოზა წილები აქვთ უილიამსს და მერსედესს - 30-30 მილიონი.
და მე თუ მკითხავთ, ვითომ კონსტრუქტორების წილიც კაი მაფიოზა რამეა, მარტო ფერარი, მაკლარენი და რედბული წოვენ მაქედან ფულს:

ტაქტიკური შეცდომა არა - ფიზიკურად ვერ ქაჩავდნენ მერსები 2 სტოპს - ბევრჯერ თქვეს თვითონაც.
+ ორსა და სამ სტოპს შორის ბოლოში არისო სულ რაღაც 2 წამი სხვაობა ჩვენი ანგარიშითო - ტოტომ. ნუ იასნა თავიანთ მანქანაზე გამოთვალეს.
ბოლო სტინტზე ლუისასთვის ნახმარი მედიუმები რომ დაეყენებინათ რა აზრი ჰქონდა?
ნახმარი საბურავებით ვერც ახალ ჰარდზე სწრაფად ივლიდა და ისედაც უფრო მალე გაუცვდებოდა. ფინიშზე კიდევ ან უფრო დიდი სხვაობით ჩამორჩებოდა სებას ან კიდევ ნიკოც დაეწეოდა.
მერსედესი არ ელოდებოდა უბრალოდ რომ სეიფთი ქარის დროს 5 მანქანა დარჩებოდა მაგათ წინ ტრეკზე. ლუისასაც და განსაკუთრებით ნიკოს გაუჭირდა წინ ამოსვლა. ამასობაში საბურავიც მოცვდა და უპირატესობაც აღარ ჰქონდათ სებასთან. 8-10 წამიან შუალედში ყავდა პირველ სტინტზე სებას ლუისა.
თუმცა მერსებმა როგორც თქვეს, სეიფთი თუ იქნებოდა, წინასწარვე ვიყავით შეთანხმებულები რომ შევდიოდით ბოქსებში და შევედით კიდეცო.
უბრალოდ მთელ ტრეკზე ყველა იბრძოდა, როგორც წინა რიგებში, ისე შუაში და ბოლოში, იოლად და მარტივად არავის დაუთმია მერსებისთვის - აჰა დავაი გაიარეთო
ჯამში პეისი რასაც ქვია, ამ ვიკენდზე ფერარის ჰქონდა უკეთესი, მთელი ვიკენდი. პეისით წააგო მერსედესმა და არა იმით, რომ 3 სტოპი გააკეთეს.
აგერ კიმიც საიდან სად ამოვიდა, თან უკანა ფრთა და ბოლიდის ძირიც დაზიანებული ჰქონდა.
ახალ ძრავებს და ტექნოლოგიებს რაც შეეხება კიდევ - ეგ აუცილებელია ჩემი აზრითაც. ჯერ F1-ში ხვდება უმეტესობა ახალი ტექნოლოგიები და მერე გადმოდის სერიულ წარმოებაში.
კარბონი ავიღოთ მაგალითად - სულ თავიდან მგონი მაკლარენმა გამოიყენა F1-ში, დღეს საშუალო ფასიან მანქანებშიც კი გვხვდება სხვადასხვა კარბონის დეტალები.
Drive by Wire 2000-იანი წლებიდან გვხვდება უკვე სერიულ ავტოებში, მათ შორის იაფიანებშიც სხვადასხვა ვარიაციებით.
Brake by Wire და რეკუპერაციის სისტემებიც ყველა ჰიბრიდს და ელექტრომანქანას აქვს უკვე.
იგივე Formula E-ც ძალიან კარგია რომ შეიქმნა - ელექტრო მანქანების განვითარება საკმაოდ მოიგებს მაგით.
* * *
TocaderoRacing is life. Anything that happens before or after is just waiting.