აბულა
Always a Gooner

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6662
წევრი No.: 137437
რეგისტრ.: 25-October 11
|
#46477518 · 14 Dec 2015, 23:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Big Lebowski განცხადებებში შედი და ნახე ასეთი სტატია
ახალი სეზონი: პერსონალი & ეკონომიკის ცვლილებები
ან აქ დაგიდებ თუ გინდა
ახალი სეზონი: პერსონალი & ეკონომიკის ცვლილებები
2015-10-25 13:12:00
ახალი სეზონის დასაწყისში უკვე ჩვენ წარმოგიდგენთ ტაქტიკურ ასისტენტს, პერსონალის ახალ ტიპს, რომელიც ბევრად უფრო გაზრდის ტაქტიკურ არჩევანს თქვენ გუნდში. ამ განცხადების განახლება მიერთებული იქნება პერსონალის სისტემის შედარებით განსხვავებულ დიზაინთან, რომელიც გამოიწვევს ცვლილებებს ხანგრძლივობასა და ხარჯებში. პერსონალის სისტემის დიზაინის შეცვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ განვავითაროთ კლუბის ეკონომიკა ჰეთთრიქში, რაც ამ ბოლო დროს ძირითად პრობლემად მოგვევლინა ახლანდელ პერსონალთა სისტემასთან დაკავშირებით.
ბოლო თვეების განმავლობაში, ანალიზი გავუკეთეთ კლუბთა შიდა-ეკონომიკას და ყველაფრის დარეგულირების პროცესში, ჩვენ აღმოვაჩინეთ ორი გადაუჭრელი და 'უხერხული' პრობლემა. პირველ რიგში, ხარჯების ზრდა გუნდებში მიუხედავად გარკვეული შემოსავლებისა, რაც ფულის პერსონალში ფლანგვითაც შეიძლება აიხსნას, და მეორე - ჩვენ ასევე ვხედავთ სატრანსფერო მარკეტის შესუსტებას, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულ წილად კარგად ნავარჯიშები ფეხბურთელების ფასის ინფლაციით არის გამოწვეული.
ტაკტიკური ასისტენტის წარდგენასთან ერთად, ვიფიქრეთ, რომ ახალი პერსონალის სისტემის განახლებასთან ერთად, ახლა სწორედ შესაფერისი დრო იქნებოდა ამ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისთვისაც.
პიარმენეჯერის მოშლა პერსონალიდან
პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ჩვენ ვშლით პიარმენეჯერს სტაფის წევრებიდან ძირფესვიანად. უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის იმ ტიპის პერსონალი, რომელიც ცვლის ფულს უფრო მეტ ფულში, აქედან გამომდინარე იგი არ სთავაზობს მენეჯერებს ბევრ საინტერესო არჩევანს. თუ თქვენ გყავდათ პიარმენეჯერი გუნდში და არ გინდათ მისი ეფექტის დაკარგვა, არ იდარდოთ: ამიერიდან ყველა გუნდს ეყოლება 5 დონის პიარმენეჯერი 'მიმაგრებული' ავტომატურად. ეს ყველაფერი მოხდება ახალი სეზონის დაწყებისთანავე.
კონტრაქტის ახალი სისტემა პერსონალში
ამ სეზონის განმავლობაში, ჩვენ ასევე გადავდივართ პერსონალის განთავისუფლებისა და დაქირავების ახალ სისტემაზე. სისტემის გამოყენება აქტივობაში მე-8 კვირიდან შეგეძლებათ, მაგრამ აგრეთვე, წინასწარ იქნება შესაძლებელი ახალი სისტემის ხილვა, რათა საკმარისი დრო გქონდეთ მე-8 კვირამდე, საჭიროდ მოსამზადებლად და შესაჩვევად.
ახალ სისტემაში, როდესაც თქვენ დაიქირავებთ პერსონალის წევრს, თქვენ ასევე შეგეძლებათ განსაზღვროთ კონკრეტული ხანგრძლივობა, 1-იდან 16 კვირამდე. ყოველი 8 კვირიანი კონტრაქტი ეღირება ზუსტად იმდენი, რამდენიც ძველი სისტემის თითო დონე ღირდა. უფრო მოკლე კონტრაქტები ეღირება უფრო მეტი ყოველკვიურად, როდესაც უფრო ხანგრძლივი კონტრაქტები ფასდაკლებით მოვა. ასევე შესაძლებელი იქნება კონტრაქტის შეწყვეტა დროის განმავლობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ გარკვეული დამატებითი ხელფასის გადახდა - დარჩენილი ხელფასის ხარჯების 25%-ის. აგრეთვე შესაძლებელი იქნება კონტრაქტების ავტომატურ სისტემაზე დაყენება პერსონალის იმ წევრებისათვის, რომელთა დატოვებაც ზუსტად იცით, რომ დიდი ხნით გსურთ.
კონტრაქტები მოგცემთ სტრატეგიულ არჩევანს არა მხოლოდ ვინ თუ აირჩიოთ, არამედ, თუ რამდენი ხნით აირჩიოთ ისინი. ძვირი მოკლეხნიანი კონტრაქტები თავიდან აიცილებს ყველა იმ 'არა-ოფიციალურ' სარგებლებს, რომლებიდანაც გუნდები კვირიდან-კვირამდე პერსონალის ხშირი დათხოვნა/აყვანით ხეირობდნენ. სტაფის შეცვლა ყოველკვიურად კვლავ იქნება შესაძლებელი, მაგრამ იქნება ბევრად ძვირი, ძველ სისტემასთან შედარებით.
ახალი ტაქტიკური ასისტენტი
ტაქტიკური ასისტენტის (ტა) დაქირავება შესაძლებელი იქნება ახალი სეზონის სტარტისთანავე. მას შემდეგნაირი ეფექტები ექნება:
ექსტრა ცვლილება/ბრძანება (ერთ-ერთი ცვლილება/ბრძანება თითო დონის პერსონალზე). მაქსიმუმ 5 ბრძანების გაცემის მაგივრად ყოველ თამაშში (რომლის გამოყენებაც შეიძლება ფეხბურთელთა შეცვლისათვის, ფეხბურთელთა პოზიციის შეცვლისათვის, ან პოზიციების გაცვლისათვის), ამიერიდან თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ 1 ექსტრა ბრძანება ტაქტიკური ასისტენტის თითო დონეზე, მაქსიმუმ 10 ცვლილება ბრძანებებში 5 დონიანი ტაქტიკური ასისტენტის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ტა-ს ყოლა სულ არ ნიშნავს იმ ფაქტის ცვლილებას, რომ თქვენ შეგეძლებათ 3-ზე მეტი ცვლილების გაკეთება.
თამაშის სტილი ეს ფუნქცია გაძლევთ თამაშის სტილის შეცვლის შანსს მატჩში. ამის ცვალებადობა აქამდე შესაძლებელი მხოლოდ მწვრთნელის ტიპის დახმარებით იყო (შეტევითი, დაცვითი, ნეიტრალური). ახალი თამაშის სტილი ამიერიდან დარეგულირდება 100% დაცვითსა (მიმდინარე შეტევითი მწვრთნელით) და 100% შეტევითს (მიმდინარე შეტევითი მწვრთელით) შორის, შუა წერტილად ნეიტრალურით. თქვენ შეგეძლებათ ამის გამოყენება თითოეულ მატჩში, მატჩის ბრძანებების განყოფილებაში ინტერფეისის დახმარებით - თქვენ მიიღებთ 20%-ის ცვლილების უფლებას ტაქტიკური ასისტენტის თითო დონის მიხედვით. მაგალითად, თუ გყავთ დაცვითი მწვრთნელი, და ასევე 5 დონიანი ტაქტიკური ასისტენტი, თქვენ ამიერიდან შეგეძლებათ 'თამაშის სტილის' გამოყენება, რაც მოგცემთ თამაშის შანსს 100% დაცვითიდან ნეიტრალურამდე. თუ თქვენ გყავთ ნეიტრალური მწვრთნელი 5 დონიან ტაქტიკურ ასისტენტთან ერთად, თქვენ შეგეძლებათ ითამაშოთ 50% დაცვითი ან 50% შეტევითი სტილით.
ტაქტიკური ასისტენტი პერსონალში აყვანილი უნდა გყავდეთ მატჩის დროს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მატჩის ბრძანებებს გასცემთ ტექნიკური ასისტენტის ყოლის დროს და შემდეგ გაანთავისუფლებთ მას, ან კონტრაქტი ამოიწურება ავტომატურად გადახდის გარეშე, მატჩი სიმულირდება ყოველგვარი ექსტრა ცვლილება/ბრძანების და 'თამაშის სტილის' ქონის გარეშე.
შეზღუდვა ფინანსურ დირექტორებზე
ჩვენდა გასაკვირად, ბევრი გუნდი, რომელსაც ფინანსური დირექტორის ყოლის არანაირი საჭიროება არ აქვს, მაინც იქირავებს მას. ეს პრობლემა კი ბევრი გუნდისათვის, განსაკუთრებით დაბალ დონიანი გუნდებისათვის, დიდი ტვირთი აღმოჩნდა. ამის გამო, ჩვენ ამიერიდან შევზღუდავთ ფინანსური დირექტორის დაქირავების უფლებებს იმ გუნდებისათვის, რომლებსაც აქვთ ფული რეზერვში, ან აქვთ მინიმუმ 15 მილიონი ევრო ბალანსზე. თუ თქვენ გყავთ ფინანსური დირექტორი პერსონალში, და არ ხვდებით არცერთ ჩამოთვლილ კრიტერიუმში, თქვენ არ შეგეძლებათ კონტრაქტის გახანგრძლივება მას შემდეგ, რაც კონტრაქტების სისტემა დაიწყებს ამუშავებას (მიმდინარე სეზონის მე-8 კვირა).
მესამე დამხმარე მწვრთნელისა და მეხუთე სლოტის ამოშლა პერსონალიდან
უკანასკნელი რამ, რაც მე-8 კვირას მოხდება არის ის, რომ ჩვენ წავშლით 3 დამხმარე მწვრთნელის ყოლის უფლება. ამავდროულად, შედარებით გავზრდით ვარჯიშის სისწრაფეს დანარჩენი 2 დამხმარე მწვრთნელისათვის 3.5%-მდე 3.2%-იდან თითო ლეველზე.
ამ ფაქტისა და პიარმენეჯერის სტაფიდან ამოშლის გათვალისწინებით, ჩვენ ასევე შევამცირებთ სლოტების რაოდენობას პერსონალის წევრებისათვის 5-იდან 4-მდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მე-8 კვირიდან თქვენ შეგეძლებათ მაქსიმუმ 4 წევრის აყვანა პერსონალში.
კონტრაქტების ახალი სისტემა
მე-8 კვირას, მიმდინარე კონტრაქტების სისტემა დასრულდება და პერსონალის ყველა წევრს ექნება ახალი კონტრაქტი ახალ სისტემაში. პერსონალი, რომლისთვისაც კონტრაქტი არ გექნებათ მიცემული მე-8 კვირისათვის, ავტომატურად დატოვებს პოსტს.
იმისათვის, რათა ახალ სისტემაზე გადასვლამ წყნარად ჩაიაროს, სეზონის სტარტისათვის გავაკეთეთ ინტერფეისი, რაც დაგეხმარებათ იმის გადაწყვეტაში, თუ რომელი პერსონალი, რამდენხნიანი კონტრაქტით გინდათ რომ გყავდეთ მე-8 კვირისათვის და ასევე ნახავთ, თუ რა დანახარჯებთან იქნება ახალი კონტრაქტები დაკავშირებული. კვირა 8-მდე, შეგიძლიათ გააკეთოთ იმდენი ცვლილება, რამდენიც მოგესურვებათ, რადგანაც იგი არ იქონიებს ზეგავლენას თქვენს გუნდზე - მანამ სანამ ახალი სისტემა არ გააქტიურდება. თუმცა, გამოიყენეთ დრო გონივრულად, იმისათვის, რათა არ გარისკოთ იმ პერსონალის დაკარგვა, რომლის გამოყენებაც ცვლილებების შემდეგ დაგჭირდებათ.
|