ძირითადში ეგრეა ხო. სპონსორი გუნდს აძლევს ფულს. გუნდი ფულის ძირითად ნაწილს თვითონ იყენებს, ნაწილს ხელფასად აძლევს მრბოლელს.
უმეტესობა წარმატებულ და დიდ მრბოლებებს კარგი დიდი სპონსორების ზურგიც აქვთ.
თუმცა ნათელი წერტილებიცაა, მაგალითად რედ ბულის აკადემია, ფერარის აკადემია და მერსედესის აკადემია.
ყველაზე მოშნი რბრ-ს აკადემიაა. რიკი, კარლოსა, მაქსი, სება, კვიატი... GP2-ის რბრ-ს ბავშვები... მაგ აკადემიის ბავშვები არიან ეგენი. რბრ-ს აკადემია საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მრბოლებებს რომ უზარმაზარი თანხების გარეშე მოხვდნენ F1-ში. თუმცა, კონკურენცია უზარმაზარი აქვთ და მართლა საუკეთესოები ხვდებიან F1-ში მაქედან თუმცა. თანაც, რბრ-ს აკადემიის ხალხი F1-ში მრავლადაა ბოლო წლები განსაკუთრებით. მარტო ამწუთას 5 მრბოლელი რბრ-ს აკადემიის აღზრდილია F1-ში, ძირითად დრაივერებში. სარეზერვოებსაც თუ ჩავთვლით, პიერ გასლი, GP2-ის ჩემპიონი რედ ბულის სარეზერვო პილოტია, ვერნი კიდევ მგონი ისევ ფერარის სარეზერვო პილოტებშია.
ფერარის აკადემიის ბავშვები ამწუთას GP2/GP3-ში არიან ძირითადად. + მგონი ერთი ბავშვი ფერარიში სარეზერვო პილოტია წელს. აწ უკვე გარდაცვლილი ბიანკიც ფერარის აკადემიაში იყო და კიმის შემცვლელად მოიაზრებოდა მაშინ.
მერსედესის აკადემიის ყველაზე ნათელი წარმომადგენელი დღეს არის პასკალ ვერლაინი. ფული არ მიუტანია მაგალითად მანორში როგორც ასეთი. მერსედესმა ძრავებზე ფასდაკლება მისცა მანორს, როგორც ამბობდნენ პასკალას მანქანაზე დასასმელად.
მაკლარენს როგორც ასეთი აკადემია არ აქვს მგონი, მაგრამ ახალგაზრდა ნიჭიერი პილოტების აღზრდის პროგრამა აქვთ. ყველაზე ცნობილი მაგალითი - ლუისა. მაკების აღზრდილია ლუისა. დღევანდელი მაგალითი ახალგაზრდებში - სტოფელ ვანდორნი. GP2 მოიგო, მერე წავიდა და იაპონიის სუპერ ფორმულაში თავზე დაახურა ყველას ყველაფერი შარშან და წელს ჯენსონას ნაცვლადაა.
მოკლედ, ძირითადად ფულის თემაა F1-ში მოხვედრა, თან საუბარია ათეულობით მილიონზე, ცოტაზე კი არა

აი მანორში ინდონეზიელი ბავშვი რომ იყო, რიო ჰარიანტო, 18 თU 20 მილიონი უნდა მიეტანა წლის ბოლომდე გუნდში. მიიტანა ნახევარი მგონი, მეტი ვერა და სეზონის შუიდან ამოსვეს მანქანიდან
თუმცა, აკადემიები ნათელი წერტილებია მაინც.