ჩამოვედი ტესტებიდან.
ჯერ ცუდით დავიწყებ
მანქანა თუ არ გყავს, ტრეკი ნუ მიუდგომელია საკმაოდ. უახლოესი მატარებლის სადგურიდან 3 კილომეტრია ფეხით სასიარულო.
არადა მატარებლის სხვა ხაზი პირდაპირ ტრეკის სტარტ-ფინიშის პრიამიკთან გადის. რა მოხდებოდა, გაეკეთებინათ ერთი პატარა სადგური მანდაც.
მე კიდევ გამიმართლა, გრანოლერსში ვიყავი სასტუმროში და იქიდან 416 ნომერი ავტობუსი დადიოდა წინ და უკან. უახლოესი გაჩერება ქვემოთ ტრასაზე იყო, Vienna რესტორანთან. მაქედან უკვე ალბათ 700-800 მეტრი იყო მთავარი გრანდსტენდის შესასვლელამდე ფეხით.
ტესტებზე ცუდი ისაა კიდევ, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში ხარ პრაქტიკულად. უფასო ინტერნეტი არაა ტრეკზე. უფრო სწორად, არის, მაგრამ პადდოკშია მხოლოდ და გრანდსტენდებიდან იმდენად ცუდად იჭერს, რომ პრაქტიკულად არ მუშაობს.
თან არც დროებს არ წერენ ღიად არსად და არც რამე ინფოს.
მესამე დღეს მთავარი გრანდსტენდის შიგნით ტრეკის პერსონალისთვის იყო ღია შიდა კაფე და იქ აღმოვაჩინე რომ დროები ჰქონდათ ტელევიზორებზე. ხანდახან იქ მივდიოდი მერე და დროებს ვნახულობდი ხოლმე.
სასტუმროშიც იმ გრანოლერში ინტერნეტი კოშმარი იყო. სკაიპი ძლივს მუშაობდა ხოლმე და ვიდეოები ვერ ავტვირთე. ახლა ვტვირთავ ნელ-ნელა და დავყრი აქ.
ძირითადად მაგიტომ აღარ დავრჩი ტესტების მეორე კვირაზე. ცოტა მეტი ინფორმაცია რომ იყოს, ან ინტერნეტი ან რამე, რომ მაყურებელი უფრო ჩართული იყოს, გაასწორებდა. მე-4 დღეს რომ სველი ტესტი იყო სულ არ ვიცოდი მაგალითად

მესამე მოსახვევის გადაღება მინდოდა მე-4 დღეს არადა და სველი ტრეკის გამო აზრი აღარ ჰქონდა. + ცოტა იარეს მე-4 დღეს.
კარგი კი იყო ჯამში. მანქანები ძალიან ლამაზებია, აგრესიულები, კარგი დიზაინებია. უკანა საბურავები მართლა უზარმაზარებია ლაივშიც

ხმის მხრივ ყველაფერი ოკ არის - საკმაოდ დიდი ხმა აქვთ მანქანებს, განსაკუთრებით იგრძნობოდა სტარტ-ფინიშის პრიმიკზე, როცა წურავდნენ.
თან რასაც დავაკვირდი, მერსედესის მატორიანებს ცოტა სხვანაირი, უფრო მაღალსიხშირული ხმა აქვთ, V8-ების მსგავსი. ეგენი რომ წურავდნენ, ყურისთვის საკმაოდ არასასიამოვნოც იყო. კამერაში აშკარად არ იგრძნობა ეგ ხმა. ონბორდები ვერ ვნახე მე ვერსად და შეიძლება აბაროტები აქვთ მომატებული ცოტა ან გამონაბოლქვი სისტემის სპეც დიზაინია რამე.
ფერარისაც კაი დიდი ხმა აქვს, თუმცა უფრო ტურბოს ხმაა, დაბალსიხშირული და გრუხუნა.
ჰონდას მატორზე ეტყობა რაღაც დიდი ტურბო აყენია, ისეთი ბოხი და გრუხუნაა, რომ მტრისას.
რენოს მატორს ყველაზე დაბალი ხმა აქვს, პრიამიკზე არ გაწუხებს მაგათი ხმაური

ეს ვიდეოები უწყვეტადაა გადაღებული. ნახავთ რა დროებში დადიან.
* * *
ეს სტარტ-ფინიშის პრიამიკი. თუმცა მანქანების ხმა ვიდეოში ისე არ ისმის, როგორც ლაივში. განსაკუთრებით, მერსედესის ძრავიანების.
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.