rozomaforerunner 220 იდეალურია ჩემი აზრით საშუალო მოყვარული მორბენლისთვის. მთლიანად მეორე სერია ძალიან მაგარია (210, 220, 225, 230, 235) თუ მხოლოდ სირბილით ხარ დაინტერესებული. საკმარისზე მეტ ინფორმაციას გაძლევს შენი სირბილის შესახებ. ბაიკითაც თუ ხარ დაინტერესებული მაშინ ჯობია ეგრევე მეექვსე სერია იყიდო. ეგენი უფრო ძვირია ასე რომ 610 ოპტიმალური იქნებოდა
რაც შეეხება Forerunner 2 სერიას
210 - შედარებით ძველია, შავთეთრი დისპლეი, სულ 3 სქრინი აქვს . მონაცემების, პულსის და ჩვეულებრივი საათის. მონაცემების სქრინზე მხოლოდ 3 რიცხვი შეგიძლია გამოაჩინო. მაგ. საშუალო ტემპი, მთლიანი მანძილი და მთლიანი დრო. პულსის გასაზომად პულსომეტრის გაკეთებაც მოგიწევს მკერდზე. ნაბიჯებს მხოლოდ FootPod-ით ზომავს რომელიც უნდა ცალკე იყიდო და ბოტასზე დაიმაგრო
220 - ფერადი დისპლეი აქვს. ბევრად ლამაზია დიზაინის კუთხით. Accelometer-შიგნითვე აქვს ჩამონტაჟებული და
ნაბიჯებს ზედმეტი მოწყობილობების გარეშე ითვლის, იდეაში ამის დახმარებით სარბენ ბილიკზეც უნდა გაგიზომოს მანძილი მაგრამ დასახვეწია. 210-სგან განსხვავებით
4 სქრინი აქვს. 2 მონაცემების, 1 პულსის და 1 საათის. ანუ ლაივ რეჟიმში ბევრად მეტი ინფორმაციის დანახვა შეგიძლია. მე ასე მიყენია: I) მთლიანი მანძილი, მთლიანი დრო, საშუალო ტემპი. II) ნაბიჯების რაოდენობა, მიმდინარე ტემპი, საშუალო ტემპი. პულსის გასაზომად აქაც პულსომეტრი დაგჭირდება
225 - 220-ის უფროსი ძმაა. დიზაინით ძალიან გავს ერთმანეთს.
დამატება ის აქვს რომ პულსის სენსორი ზედვე უყენია და შეგიძლია აღარ გაიკეთო მკერდზე აღარაფერი. ასევე დამატებით 1 პულსის სქრინი აქვს კიდევ სადაც სპიდომეტრივით ჩარტს განახებს. თუ ძალიან გინდა შეგიძლია მთელი დღე გეკეთოს და ნაბიჯებსა და კალორიებსაც დაგითვლის.
230 - ჯერ ეხლა დაანონსდა, არცაა გამოსული. პრე-რევიუები არ მინახავს მაგრამ რაღაც ძალიან მაგარი ჩანს. რა თქმა უნდა წინა მოდელების ყველა ფუნქცია აქვს დატოვებული და კიდევ ბევრი დამატებაც აქვს. რაც ვიცი VO2-max დაამატეს რომელიც იქამდე არცერთ 2-სერიას არ ქონდა. კიდევ Social notifications-აქვს დამატებული ( სმსები, ტექსტები, მეილები და ა.შ.) ტელეფონით ვინც დარბის გამოადგებათ. მოკლედ მაგარი რაღაცაა ოღონდ 250$ ღირს პულსომეტრის გარეშე და პულსომეტრით 300$

235 - იგივე 230ია ოღონდ სენსორული პუსლომეტრით.
საერთო რაც აქვს ამ ყველა საათს:
- გარმინზე ყველა იძახის რომ ყველაზე კარგად ზომავს მანძილებს.
- თანამგზავრის სიგნალს ჩემი 220 მაქს 30 წამში იჭერს.
- სტრავა-ზე და ალბათ ყველა მსგავს საიტზე ავტომატური სინქრონიზაციის საფორთი აქვს.
- გარმინს აქვს თავისივე საიტი (connect.garmin.com) სადაც გარბენების ატვირთვის გარდა შეგიძლია ნახო სხვადასხვა სავარჯიშო გეგმები და შენს საათშივე გადმოწერო ვარჯიშები.
- GPS Mode-ში ბატარეის ხანგრძლივობა საკმარისზე მეტია. 210-ებს 8 საათი აქვს, 220-225-ებს 10 საათი და ახლებს უფრო მეტი ექნებათ
კიდევ თუ გამახსენდა რამე დავამატებ ან შენ მკითხე

მოკლედ ყველაზე საბაზისო რაღაცეებს ყველა გარმინი გაგიზომავს. ტემპი, მანძილი, დრო. 100$-მდე მარტო 210-მოგივა ამაზონზე ეგრევე რომ იყიდო. მაგრამ შეგიძლია იბეიზე აუქციონებს ჩაუჯდე და 220-საც დაითრევ დაახლოებით მაგ ფასად, 210 საერთოდ 70$ ეღირება.
პირადად მე 220-ს გირჩევდი, ტექნიკა ხო იცი როგორი რაღაცაა მუდმივად იცვლება და ვითარდება. 210- მოძველებულია და მერე გაგიტყდება ახალ-ახალი მოდელების ფონზე ისე გამოჩნდება.
This post has been edited by Hybrid-Theory on 18 Nov 2015, 11:03