მოგესალმებით მორბენლებო. ჩემი პირველი პოსტია ამ თემაში და მინდა ერთ წლიანი სირბილის გამოცდილება გაგიზიაროთ.
31 წლის ვარ, 191 სმ-ს სიმაღლის. 20 წლამდე აქტიურად ვვარჯიშობდი. მერე ჩავარდნა მქონდა, აქედან 8 წელი სიგარეტი, სამსახური, უმოძრაობა და ა.შ.
ხოდა, სიგარეტზე თავის დანებების მერე 115 კილოგრამს რო მივუკაკუნე, მივხვდი რო დარხეული მქონდა...
დავიწყე დარბაზში ვარჯიშით. თავიდან დავრბოდი გიჟივით, 7,5 მილის სიჩქარით, 40 წუთი. გული მისკდებოდა სირბილის დროს.
მერე აზრზე მოვედი და ჰართრეითი შევამცირე 150-დან 160-ის ფარგლებში.
საბოლოოდ, 11 თვის თავზე მაქვს მინუს 12 კგ შედეგი ყოველგვარი დიეტის და ჯანმრთელი კვების გარეშე.
კვირაში სამჯერ სტაბილურად დავრბივარ 6,5 მილის სიჩქარით, 45 წუთის განმავლობაში.
ერთადერთი პრობლემა რაც მაქვს, ის არის, რომ დარბაზის დახუთული ჰაერი აღარ შემიძლია, ალტერნატივა მაქვს სანაპიროზე სირბილი, რასაც დარბაზი ჯობია, გამონაბოლქვის გამო. კუს ტბაზე ვივლიდი სიამოვნებით, მაგრამ მანქანა არ მყავს და დიღმიდან ტაქსით ნაღდად ვერ წავალ იქ.
საერთოდ, კარგი იქნებოდა სპორტული დარბაზები მეტ-ნაკლებად ნორმალურ სივრცეში იყოს. რასაც ვუყურება ან ზედ გზის პირზეა, ან პადვლებში. ვენტილაციაც საშინელია, როგორც წესი. ამ მხრივ წესიერ დარბაზს ვერ მივაგენი.
გრძელვადიან პერსპექტივაში, სერიოზულად ვფიქრობ სადმე ქალაქგარეთ გადავსახლდე და სარბენი ბილიკი დავიდგა სუფთა ჰაერზე
საერთოდ, ჰაერზე სირბილს არაფერი ჯობია. ამ ზაფხულს ბაკურიანში დავრბოდი და უმაგრესი შეგრძნება იყო.
P.S. გამოცდილებმა ხომ არ იცით, დარბაზის ბილიკზე 9-10 კმ. თავისუფლად სირბილის შემთხვევაში კახეთის მარათონზე 15 კმ-ს მაინც გავირბენ?