მოკლედ პირველად ვიყავი შაორზე ცხოვრებაში და ისეთი ამშალეს ნერვებზე რო ალბათ ბოლოჯერ.
ვინაიდან და რადგანაც ( მიუხედავად იმისა რო წარმოშობით რაჭველი ვარ და სამწუხაროდ სოფელი არ მაქვს ) პირველად ვიყავით რაჭაში და GPS ით წავედით
ჩავედით და ამ ჯპს მა ხო მიგვიყვანა დამბის მხარეს ნუ ღამე ვერაფერი ვქენით ამიტო ვეცადეთ დაგვეძინა უაზროდ ატალახებული იყო იქაურობა... დილას რო გათენდა გამოვტრიალდით იქვე ნიკორწმინდაში ავედით მოვჩიჩქნეთ წითელი ჭიები... ადგილობრივ მოსახლეობას რო ვკითხე რაზე იყო თევზაობა რეალური რავიცი ჭიაზე არ მოდის სიმინდზე ვიჭერდითო ...
ჩავედით და არ ვიცი ჩანჩქერი თუ რაღაცა როა იქ გავჩერდით რატომღაც მოგვეწონა ეგ ადგილი
მოკლედ დავიწყეთ მომზადება ჩავყარე დონკები დონკაზე დავიჭირე სულ 4/5 ცალი უჯიშო კარასი იქიდან მხოლოდ 1 ცალი დავიჭირე სიმინდზე დანარჩენი წითელ ჭიაზე.
მეგობრები პაპლაოკით თევზაობდნენ და კარგი ბრტყელი ჯიგრული ზომის კარასები ამოყარეს
ნუ კიბორჩხალების იმედი არ მქონდა მაგრამ მაინც ჩავყარე ცოტა სიღრმეში გალიები და რებეცები დავიჭირე ნორმალური ზომის.
სამაგიეროდ ვიღაც გამოსირებული პაჯერო იოთი მოვიდა და იაზვობა დაიწყო დავხედე გდის საშვი ქონდა ( თუმცაღა ნებისმიერ ფერად პრინტერზე შეილება ზუსტად ეგეთის დაბეჭდვა )
საიდან მოხვედითო რომელი გზით მოხვედითო გუშინ მოხვედით თუ დღესაო და რაღაც იდიოტობები
კაროჩე რო დაამთავრა ეგ გამოსვლა კაშხალიდანო 500 მეტრში უნდა იდგეთო ( ჯერ იქ მგონი კაშხალი საერთოდ არ არსებობს რაც გადავხედე და მიმოვიარე ტერიტორია აშკარად არ იყო არსად ) მერეო და თევზაობა ფასიანიაო და 5 ლარი ღირს ანკესიო თუო ბევრი ანკესები გაქვთო ეხლა მაგდენისას ხო არ გამოგიწერთ ცოტას გამოგიწერთო ( უკვე სამართალ დარღვევაა თუ მართლა ფასიანია იმდენი უნდა გადამახდევინოს რამდენიც ღირს და არა კორუფიცას მოყოს ხელი! ) ინვალიდობის ან რამე მსგავსი მოწმობა თუ გაქვთ შეღავათს მაგაზეც გაგიწევთო და კაროჩე ათასი დურაკობები..
მერე კიდე უზრდელი იყო ძალიან!! რო ვუთხარი რო ვნახავდი იქით მხარეს თუ თევზი წამოვიდოდა დავრჩებოდით თU არა მოვიფიქრებდით და რამე ( თან ვუთხარი მეც წარმოშობით რაჭველი ვარ ნიკორწმინდიდან თქო მერე რას მაყეფებო აქო ) ჯიგარი მოახტა მანქანას მოაბზრიალა ეს თავისი პაჯერო იო და გაიქცა იქიდან მომეშალა ნერვები დავრეკეთ 112 ში რო გაგვერკვია მართლა გადასახადი იყო სადმე თუ არა ( იმიტომ რომ არცერთ ტრაფარეტზე და არაფერზე არ იყო აღნიშნული რო ტბა თურმე კერძოა და ფასიანია თევზაობა ) იქ გვითხრეს რო არ ვიცითო თუ გინდა პატრულს გამოვუშვებთ და გაარკვიეთო მეთქი პატრული არ გვინდა უბრალოდ იქნებ დაგვეხმაროთ ფასიანია თუ არა თქო კარგითო გაგირკვევთო ... გადმორეკეს ცოტახანში როგორც ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაციაო არ არის თევზაობა ფასიანი მანდო.. უფრო დაწვრილებითი დეტალებისათვის დარეკეთ 153 ზეო.. კარგით მადლობათ თქო დავრეკეთ ამ 153 ზე ( გარემოს დაცვითი ინსპექციის სამსახურში ) და იქ ვინც იყო მორიგე დაიშტერა თავი ჩვენო არ ვიცითო და რაღაც ქალაქის ნომერი მომცეს იქ დარეკეთ და გეტყვიანო... ვრეკე არავინ მიპასუხა იმ ნომერზე...
მოკლედ ძაან ამეშალა ამ ფაქტზე ნერვები იმიტო რო ის რო მოსულიყო უეჭველი გავლახავდი ვერ მოვთოკავდი თავს და მაგნაირი ნაბ... ის გამო როგორ წავიდე ციხეზე...
ავდექით და გინებ გინებით წამოვედით იქიდან.
ხო გზაზე

))) გარემოს დაცვის ინსპექციის მანქანა პიკაპი იდგა მივადექით ვკითხეთ ამ ყველაფრის მერე რო ემთქი ფასიანია თუ არა აქ თევზაობა და რავიციო აბა მეპატრონე ხან ახდევინებს ხალხს ფულს ხან არაო .....

ფასიანი თუა ეს ხან ახდევინებს ხან არა ძააან ტრუხა ბაზარი იყო აშკარად ეტყობოდა რო მიხვდნენ რატომაც ვკითხეთ და არც ჩაუშვეს ის ტიპი და არც მხარი არ დაუჭირეს.