stephanoziსურათი რომ დადო დაახლოებით დავწერ. მხოლოდ სიმაღლით და წონით ვერ გაიგებ.
ასევე, არის სხვადასხვა მეთოდი, მაგალითად იყიდება:
https://www.amazon.com/Care-Touch-Skinfold-...t+clipper&psc=1ასევე არის მეთოდი დამყარებული სხეულის სხვადასხვა ზომებზე, გუგლში დაძებნე.
crytekკუბიკების გამოჩენაზე თუა 15%-ს დაბალა იწყება, მარა თვითონ კუბიკებიც უნდა გქონდეს განვითარებული როგორც ბეტონამ თქვა.
საქართველოში ბევრი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც მაგარი გამხდარია, მარა მუცელზე მაინც ადევთ ცოტა ქონი და პრესის კუნთი "საერთოდ არ აქვთ."
BETONAფეხებზე 5X5-იც მაქვს ნაცადი, 3X5-ის, უკუღმა პირამიდაც, კლასიკური 3X8-აც, მაგრამ ამ ბოლო დროს ეგეთი რაღაც მოვიფიქრე ჩემთვის, ძალაზე ორიენტირებული, მაგრამ მასაც უნდა წამოიღოს წესით, რადგან მოცულობაც არაა ცოტა:
1. ფეხებს ვავარჯიშებ კვირაში ორჯერ - ხუთშაბათს და კვირას. ხუთშაბათს ვიწყებ უკანა ჩაჯდომით და შემდეგ რა ხასიათზეც ვიქნები, რამე ტრენაჟორი, ნუ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მთავარი ჩაჯდომაა და დალშე ლაითად მივუყვები. კვირას კიდევ წინა ჩაჯდომით ვიწყებ, მეორე ვარჯიში წიაგა და შემდეგ ისევ ლაითად.
2. ამ 3 ვარჯიშზე მისვლებს ვაკეთებ 3-5 გამეორების ფარგლებში, თუ მისვლაზე 2 გამეორება გავაკეთე, ე.ი. წონა ზედმეტად მძიმეა და ვუკლებ, თუ 6 ან მეტი, ე.ი. წონა ზედმეტად მჩატეა და ვუმატებ. შერსაბამისად, პირველ მისვლაზე ყველაზე მძიმეთი ვაკეთებ, ხოლო ვარჯიშის მიმდინარეობასთან ერთად, და დაღლილობის ზრდასთან ერთად, ვუკლებ წონებს, მაგრამ ისე რომ ისევ 3-5 გამეორების ფარგლებში დავრჩე.
3. მისვლებს არ ვითვლი, უბრალოდ იმდენს ვაკეთებ, რომ წინა და უკანა ჩაჯდომაზე 30-30 გამეორება გამოვიდეს ჯამში, წიაგაზე - 15, ანუ მაგალიტად შეიძლება ერთ დღეს, ვთქვათ წიაგაზე მომიწიოს, 5,5,5, მეორე დღეს 5,3,3,4 და ა.შ.
4. წესით თითოეული მისვლა უნდა განიხილებოდეს ცალკე, და თითოეულზე ცალ-ცალკე უნდა ვპროგრესირებდე, მაგრამ მეზარება ეგრე, თან რთულიც იქნება უფრო და ამიტომ პირველ მისვლას ვაქცევ მხოლოდ ყურადღებას ამ მხრივ. თავიდან ვცდილობ 5 გამოერებაზე ავიყვანო და შემდეგ მოვუმატო წონა. მაგალითად დღეს 120 კილოთი გავაკეთე 3-ჯერ, შემდეგ ვარჯიშზე ისევ 120-ით ვცდი, თუ გავაკეთე 5-ჯერ, მაშინ უკვე ამის შემდეგზე ვუმატებ და ისევ თავიდან იწყება მინიციკლი.
5. თვითონ მისვლებს შორისაც ზედა პრინციპს ვიყენებ, ანუ პირველი მისვლა თუ გავაკეთე რაღაც წონა 5-ჯერ, მეორე მისვლაზეც იმავე წონას ვტოვებ, მანამ სანამ 3-ზე არ ჩამოვალ და უკვე ამის მერე ვაკლებ წონას და ვცდილობ ისევ 5 გავაკეთო, მაგრამ აქ როგორც წავა რა, როგორც ვთქვი მთავარი სულ პირველი მისვლაა, ხოლო დანარჩენები ხასიათის მიხედვით - ხან ფორმას უფრო ვაქცევ ყურადღებას, ხან წონებს და ასე რა.
უჰჰ, რამდენი დამიწერია

მარა მართლა გამომადგა ეს პროგრამა, 110 კგ-ს ვუჯდებოდი 5-ჯერ და 120-ზე (ესეც 5-ჯერ, ქამრით და სახვევებით, მაგრამ ზატო ბოლომდე!) ისე ავედი რო არ გავჭედილვარ საერთოდ.