სად ვარჯიშობ სპორტულ დარბაზში თუ ქუჩაში?
თუ სპორტულ დარბაზში მაშინ გეტყვი ყველაფერს:
1. გააკეთე ველოსიპედი 20 წუთი მე 10 სიჩქარეზე - (ველოსიპედი ყველაზე მარტივი გასაკეთებელია და დასაწყისისთვის ვარგა, გულს სწრაფი პულის რეჟიმში უფრო თანიმიმდევრულად გადაიყვანს) დაწვავ დაახლოებით 100 კალორიას
2. დაყავი დღეები: ფეხის, ხელის, ზურგის, მკერდის. ასრულებ ვარჯიშებს შესაბამის სტანოკებზე, სირთულის მიხედვით: დაუშვათ გაქვს მკერდის დღე გაახურე ხელის კუნთები 5 კილოგრამიანი გირით. შემდეგ კი დაიწყე შტანგაზე ვარჯიში სამ პოზიციაში: დაწოლილი 4 მისვლა; დამჯდარი 4 მისვლა; თავუკუღმა დაწოლილი 4 მისვლა. რახან შენი ფოკუსი არის კარდიო ვარჯიშები შტანგაზე ძალიან ცოტა წონა დადე, შეგიძლია მარტო ძელით დაიწყო, მერე დაუმატე 2.5 კილო მერე 5 კილო და ა.შ.
3. შტანგაზე ვარჯიშის შემდეგ იწყებ სარბენ ბილიკზე სირბილს. ტავიდანვე სარბენ ბილიკზე სირბილი არ ვარგა, ძალიან ბევრ ოფლს ღვრი და სირბილის მერე ყველა სხვა ვარჯიშზე ძალა არ გყოფნის თანაც ტავიდან რომ იწყებ სირბილით უფრო წყალი იწვება, ხოლო გახურებულზე სირბილის დროს კი ცხიმი. ესეც უნდა გააკეთო თანიმდევრობით, მე დავრბივარ 40 წუთი ოღონდ რათქმა უნდა ტემპის მონაცვლეობით: 250 მეტრი (დისტანციის მაჩვენებელი აპარატზეა) 4 სიჩქარეზე, 350 მეტრი 6 სიჩქარეზე; 200 მეტრი 8 სიჩქარეზე; 200 მეტრი 10 სიჩქარეზე. ამ რეჟიმით კილომეტრი გამოდის ზუსტად 10 წუთი
4. ისევ უბრუნდები სავარჯიშო სტანოკებს და აკეთებ დარჩენილ პროგრამას.
ამ ყველაფერს აზრი არ აქვს თუ არ იკვებები სწორად:
საუზმე: შვრიის ფაფა დასატკბობად ვიყენებ თაფლს და არა შაქარს
სადილი: ქათმის ფილე; ან თევზი; კიტრი პომიდვრის სალათა, ან ბოსტნეულის სალათა;
წახემსება 5 საათზე: ხაჭო კითრი პომიდვრის სალათა ცოტა ყველი
6 საათი: ხილი__ ყველაზე მაგარია ქლიავი , თუ შეკრულობა მოგცა ვარჯიშის გამო ეგრევე დაარეგულირებს; ვაშლი და საერთოდ ყველაფერი, საზამთრო შეეცადე ცოტა ჭამო იმიტომ რომ სირბილის დროს საშინლად გაწუხებს მოგვიანებით
8-10 სთ-მდე ვარჯიში
ვარჯიშის შემდეგ: მაწონი ან მწვანე ჩაი, მოხარშული კვერცხი და ხაჭო (ჩაი თუ გიყვარს შაქრის მაგივრად თაფლი უქენი უგემრილესია)
ხო რაც მთავარია სვი ძალიან ბევრი წყალი დღეში 3 ლიტრი
ვარჯიშის დროს ერთი ლიტრი წყალი უნდა სვა
თუ ცხიმის დაწვა გინდა გასწავლი მაგარ კოქცტეილს:
ლიმონი, კიტრი, პიტნა
ლიმონი დაჭერი ოთხი ნაჭერი (კანინად ჩააგდე ბლენდერში; კიტრი გათალე ერთიცალი ეგეც ბლენდერში; და თორმეტიცალი ფოთოლი პიტნა (ბაზარში ყველა ენაზე იყიდება) ჩაამატე ბლენდერში იმდენი წყალი რამდენიც ეტევა ( დაახლოებით 700გრ) ადღვიბე მაგრად გადაიტანე შუშის ჭურჭელში შედე მაცივარში გააჩერე ერთი ღამე, დილას გადაწურე და მთელი დღე სვი დრო და დრო. მაგრადაც ასწორებს და ცხიმების ნატურალური მწველია.
გაგიგია ალბთა რომ რაც უგემურია სწორედ ისაა სასარგებლოო, ეს მთლად ასე არაა გტყვი რაც შეიძლება ჭამო როცა სუფრაზე მოხვედბი:
ხორცი__მოხარშული ხორცი _ხაშლამა სუკი ნაჭერი მიირთვი შეგარგოს ღმერთმა; ლოქო ქინძმარში ( მოხარშული თევზია და სასარგებლოა ბანძი და მრავალგამოყენებულ ტაფაზე არ იქნება შემწვარი) ქათმის გულმერდი (მართალია შემწვარია მაგრამ მაინც არაუშავს)
რზის პროდუქტი__ ყველაფერი შეიძლება, კარაქი ზომიერად ისიც მხოლოდ საკვებში (ანუ კარაქში შემწვარი არ ვარგა მაგრამ რძიან ბრინჯის ფაფაში კი ბატონო; არ შეიძლება შებოლილი ყველი. ნადუღი მჭადს ითხოვს მჭადი კი არ შეიძლება მაგრამ თუ მეორე დღის გაციებულ მჭადს მიაყოლებ მაშინ დრამატული არაფერია. ხაჭო ჭამე N რაოდენობით
ბოსტნეული __ყველაფერი
ცხიმი__ნატურალური ცხიმები ყველანაირი, ზეითუნის ზეთი, სიმინდის ან მზესუმზირის ზეთი (შეზღუდულად) ქოქოსის ზეთი, თხილი, ნუში და ნიგოზი. ბაჭე ჭამე რამდენიც გინდა უსაფრთხო ნატურალური ცხიმია, ისევე როგორც ღომი, მანდაც შეგიძლია ზომიერება არ დაიცვა (ხორცი კი ქათმის ფილე ჩააგდე შენს თეფში)
პური და მჭადი___ სამწუხაროდ არ შეიძლება, განსაკუთრებით ცხელი მჭადი (ცივი, მეორე დღის მოჟნა, ისიც უცხიმოდ გამომცხვარი) პურს თუ ვერ ეშვები, გადადი ჭავავის და ამარანტის პურზე დროებით, ისე შეგაძულებენ პურს მერე საერთოდ დაანებებ

ხილი__ნებიმისერი მხოლოდ არასდროს მიირთვა ღამე იმიტომ რომ ასუქებს, მიირთვი 4-6 საათმდე
ალკოჰოლი___ სამწუხაროდ ყველა ასუქებს განსაკუთრებით ლუდი

არც წითელი ღვინოები და არც ხვანჭკარა არაა დასუსტებისთვის რეკომენდირებული ასე რომ ზღაპრებს ნუ დაუჯერებ. ძმარად კი გამოიყენე ვაშლის ძმარი.
როცა ქუჩაში ხარ და წახემსება გინდა, არ შეჭამო აყროლებული ფენოვანი ხაჭაპპური, იყიდე მაწონი და ერთჯერადი კოვზი, ან იოგურტი, არის დასალევი იოგურტებიც, თუ კეფირი გიყვარს ეგეც, შეგიძლია ჭამო მიწის თხილი (ნატურალური ცხიმია ძალიან ბევრ კალორიას შეიცავს), მოხალული ნუში (ძალიან ძვირია მაგრამ ძალიან სასარგებლო) ბანანი.... ეს ყველაფერი ნებისმიერ სუპერმაკეტში იყიდება, ასე რომ შეეშვი სწრაფი კვების ობიექტებს.
როგორც ხედავ იმდენი ინგრედიენტია ნებადართული რომ გემრიელად ჭამა მაინც შეიძლება
This post has been edited by mepar on 17 Aug 2016, 13:03