სურსათის უვნებლობის კუთხით, რა თქმა უნდა ცუდს ისეთს არაფერს შეიცავს რძის ფხვნილი
რამაც შეიძლება ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. რძის ფხნილი მიიღება რძისაგან,
გარდა ამისა oxidized cholesterol, რომელიც საშიში ხდება იმ შემთხვევაში თუ ყოველდღიურად დიდი რაოდენობით
აღდგენილი რძისაგან დამზადებულ პროდუქტს ღებულობ.
მაგრამ...
თუ შეგიდარებია სოფლის ქათამი ფაბრიკის ქარხნის ქათამს. სოფლის კვერცხი, ფაბრიკის კვერცხს.
დამეთანხმები რომ არა მარტო გემური თვისებებით სჯობს სოფლის.
წარმოიდგინე უცხოეთში, მუდმივად ბაგაზე დაბმული ძროხა, რომელსაც მთელი დღე აჭმევენ როგორც მწვანე მასას, ასევე ათასი პრემიქსებითა და დანამატებით გაჯერებულ საკვებს, იმ მიზნით რომ რაც შეიძლება მეტი მოიწველოს და იწველება კიდეც 30+ ლიტრს.
შემდეგ ამ ძროხის რძე ნაწილი იყიდება, ნაწილი მუშავდება რძის ფხვნილად (ვინაიდან ამ ქვეყანაში რძე ჭარბია).
და შეადარე ამას ქართული ნაკლებად პროდუქტიული ძროხა, რომელიც ზაფხულში მთელი დღე საძოვარზეა და ზამთარშიც ძირითადად თივას ჭამს, ჰა-ჰა შიგადაშიგ ქერს/შვრიას აძლევს პატრონი

ლაბორატორიულ დონეზე რომ არ შეისწავლო ამ 2 ძროხის რძე, ხომ ისედაც ცხადია რომ ჩვენი ნაკლებადპროდუქტიული ძროხის რძისგან დამზადებული პროდუქტი უფრო სასარგებლო იქნება.
საუბარი აღარა მაქვს იმაზე რომ შემდეგ ხდება ინდუსტრიულად მიღებული რძის გადამუშავება რძის ფხვნილად, რომლის shelf life რამოდენიმე წელს აღწევს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ რამოდენიმე წელი არც კი გაიყიდოს და ბოლოს იაფად იყიდოს ქართველმა ქორვაჭარმა.
შემდეგ ხდება ფხვნილის აღდგენა, რამდენად სწორად აკეთებენ ამას ქართველი ვითომ მწარმოებლები და შიგ რას უმატებენ ეგ კიდევ ცალკე თემაა.
მაგალითად გეტყვი, რომ არის ცალკე კასტა, რომელიც თბილისში სარდაფებში, სრულ სიბინძურეში რძის ფხვნილისა და პალმის ცხიმისაგან აკეთებენ ყველს და ყიდიან უპრობლემოდ ბაზრებსა და მარკეტებში.
ასეა ძმაო ეს. რძე კი თეთრი და სუფთაა, მაგრამ საქართველოში ძალიან შავი საქმეები ტრიალებს მის გარშემო
This post has been edited by iiraklii on 11 Oct 2016, 11:35