pekineliკალორიები უნდა დაითვალო რასაც ჭამ და მოიხმარ.
ეს გამოიყენე
http://www.fitnessfrog.com/calculators/tdee-calculator.html500 კალორიან დეფიციტზე დადექი. 2500 თუ მოგცა 2000 კალორია მიიღე დღეში.
ეხლა რა არის კარგი რომ ჭამო და არა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პური ამოაგდე კვებიდან. მანამ მაინც სანამ წონას იკლებ. (შეგიძლია ჩაანაცვლო მოხარშული კარტოფილით, მაკარონით, ბრინჯით, წიწიბურით)
შაქარს მაქსიმალურად მოერიდე. მათ შორის ალკოჰოლშიც. ჩაი თუ გიყვარს თაფლი იხმარე შაქრის მაგივრად
კარაქი, მაიონეზი, ხინკალი, კალბას სასისკები, შოკოლადი(შავი შეიძლება ცოტა), სემიჩკა, ჩიპსები და მსგავსი საჭმელები. ყველაფერი რაც ბევრ ცხიმს შეიცავს. ყველაფერს ვერ ჩამოვწერ. და ლუდი დაივიწყე სამუდამოდ
ახლა რაც კარგია.
შვრია, მწვადი მსუქანი ნაჭრების გარეშე უცხიმოდ, ქათმის მკერდი, მოხარშული კვერცხი, ნებისმიერი თევზი ტუნა განსაკუთრებით, რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული ყველაფერი კარგია. (ბროკოლი და ისპანახი ჭამე ბევრი), მოხალული თხილი, კაკალი.
რახან ვარჯიშობ დიდი ხანია და კუნთები არ გინვითარდება ალბათ საკმარის ცილებს არ იღებდი
ბადიბილდერისთვის რეკომენდირებული ცილები რომ დაითვალო შენი წონა უნდა გადაიყვანო ფუნტებში. 190 ფუნტი ხარ. თითო ფუნტზე უნდა მიიღო 1გ ცილა ანუ 190, მაგრამ რახან ჯერ დაკლება გინდა, ამის ნახევარიც საკმარისი იქნება. 90გრამი ცილები დღეში. მეტი თუ მოგივა არ არის პრობლემა.
საკვების შემადგენლობის წაკითხვა ისწავლე ძალიან ადვილია. როცა გეცოდინება 1 წამში მიხვდები პროდუქტი კარგია შენთვის თუ არა
ამ დიეტით ეგრევე 10 კილოს არ დაიკლებ მაგრამ თუ მიჰყვები და თან ივარჯიშებ წონებზე, ცხიმებს დაწვავ და კუნთს დაიყენებ რამდენიმე თვეში
ვარჯიშზე ბევრს ვერაფერს გეტყვი.
10 წუთი სირბილი არ არის საკმარისი თუ ცხიმების დაწვა გინდა. კარგად დაიხარჯე სირბილით.
თუ შტანგით ვარჯიშობ დაბალ წონებზე მაგას მგონი ჯობია განტელებზე გადახვიდე. დაბალი წონისთვის განტელი საუკეთესოა.
მანქანებს არ მიეკარო საერთოდ გარდა ფეხებისა და ზურგის.
ბევრი წყალი სვი
ხო და 10 საათზე ჭამა ცოტა გვიანია, თუ ადრე მოახერხებ უკეთესია