ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრა ჩავატრეთ. ეს მატჩი ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტი გახლდთ. უკანასკნელ ტურამდე ჩვენი გუნდი მესამე ადგილზე იმყოფებოდა და მეორე ადგილზე მყოფ გუნდს 3 ქულით ჩამორჩებოდა. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ მოგე გვესაჭიროებოდა. პრინციპული დაპირისპირების წინ, დისკვალიფიკაციის გამო 2 სკაუტი შემტევი დ საყრდენი ნახევარმცველები გამოგვაკლდნენ.
თუმცა მწვრთნელმა მაინც შეტევითი სტილი ამჯობინა და მეტოეს პირვეივე წუთებიდან შეუტია, მით უფრო, რომ დასაკარგი არაფერი გვქონდა...
მატჩი თბილისელი ფეხბურთელების უპირატესობით დაიწყო და უკვე მეექვსე წუთზე გოლის გატანაც მოვახერხეთ, გოლი გუნდის ახალწვეულმა ხოსე ლუის კასტილეხომ შეაგდო, 18-ე წუთზე ჩვენი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ჟულიან კურტას გოლი და სვარჩიკი კიდევ უფრო წინ გავიდა 2:0.
მიმდინარე სეზონში სვარჩიკ თბილისის ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააკეთა განაცხადი, რომ ტოპ ელევენის ძრავი და მისი სახით მატჩის არბიტრი, ხშირ შემთხვევებში არასამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს ჩვენი გუნდის საწინააღმდეგოდ და დღესაც, 51-ე წუთზე დაცვის ცენტრის ბურჯი და გუნდის ლიდერი - ალექსის ნტაფოპულოსი მოედნიდან უმიზეზოდ გააძევა არბიტრმა მხოლოდ გაძევება არ აკმარა და მასპინძლებს 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლებაც აჩუქა, ანგარიშში სხვაობა შემცირდა და მოედანზე დაძაბულობასთან ერთად ტემპერატურამაც იმატა - 1:2
სვარჩიკის მთავარმა მწვრთნელმა ტაქტიკური გადაადგილებები განახორციელა, დაცვის ცენტრი გააძლიერა და ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ფიქრი, ვინაიდან მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ეს რეზულტატიც საკმარისი იყო...
მეტოქე გულის შემდგომ გამოცოცხლდა და ქართული გუნდის კართან თურქებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეას, თუცმა თბილისელმა ფეხბურთელებმა 83-ე წუთზე ძალები მოკრიბეს და სწრაფი კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინეს, კურტამ დუბლი შეასრულა და მეტოქეს ცივი შხაპი გადაავლო.
ასე და ამგვარად!
სვარჩიკ თბილისი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ითამაშებს!
მიმაგრებული სურათი