გასაგებია. რავი, აბა ამათ გადახედე:
http://www.mymarket.ge/ka/product/view/9407558/http://www.mymarket.ge/ka/product/view/9426849/http://www.mymarket.ge/ka/product/view/9446314/http://www.mymarket.ge/ka/product/view/9494187/http://www.mymarket.ge/ka/product/view/9491380/http://www.mymarket.ge/ka/product/view/9464816/მხოლოდ სასეირნოდ თუ გინდა, საქმე ცოტა მარტივდება, 28'-იანები და 29'-იანებიც გამოდგება.
ეს მაიმარკეტის ბმულებია. შეიძლება ველობაზრობებზე უფრო უკეთესი არჩევანია. მოკლედ, მონახვა და შესაფერისი მომენტის შერჩევა უნდა.
შენს ადგილზე რომ ვიყო, დავაგროვებდი და 800-1000 ლარის კატეგორიაში მოვძებნიდი. მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა იყო რა, ველოსიპედისთვის ცოტა არაა 100-110 კგ, ზედმეტ დატვირთვებს უნდა მოარიდო.
მოკლედ, თუ მაინც გადაწყვეტ ყიდვას, ამას მიაქციე ყურადღება:
კარგად დაათვალიერე ჩარჩო, სადმე ბზარი არ ჰქონდეს. გაგიძლებს თუ არა, უკვე თავად მიხვდები. ასევე, ალბათ სიმაღლეშიც დიდი ხარ, შესაბამისად, შედარებითი დიდი ზომის (large, L) ველოსიპედი დაგჭირდება, ამიტომ იქვე სადმე გაისერნე და დააკვირდი, რამდენად კომფორტულად მოირგებ;
წინა ამორტიზატორიანს თუ იყიდი, ჩანგალი კარგად დაათვალიერე, ძალიან თხელი მილები ან უხარისხოდ მორგებული ნაწილები არ უნდა ჰქონდეს. მაგ., ასეთი ამორტიზატორი არ გამოგადგება:
http://www.mymarket.ge/ka/product/view/9494861/ამორტიზატორის მუშაობა რომ შეამოწმო, საჭით წინა ბორბალს დააწექი. თუ ამორტიზატორი ზედმეტი ხმაურის გარეშე, მყარად მოძრაობს, ე.ი. მუშა მდგომარეობაშია. თუ გაფუჭებულია ან რაღაც დეტალები მოშვებული აქვს, თავად იგრძნობ რამდენიმე ცდის შედეგად.
ველოსიპედი ერთი ხელით მყარად დაიჭირე, მეორე ხელით ბორბლები ჩარჩოს გარდიგარდმო ფრთხილად გადაწიე, თუ ძალიან ყანყალებს, ე.ი ბუდეებს რემონტი სჭირდება და არ იყიდო; წინა კბილანებიც და სატერფულებიც ანალოგიურად შეამოწმე, ხომ არ ყანყალებს;
რა თქმა უნდა, ნახე მუხრუჭები და გადამრთველები როგორ მუშაობს;
შეიძლება ველოსიპედი კარგია, მაგრამ დაბალ წონაზე გათვლილი კამერა უყენია და შენ რომ დაჯდე, დაზიანდეს. იყიდება ველომაღაზიებში კარგი კამერები, მაგრამ შედარებით ძვირი ღირს. ამიტომ ესეც გაითვალისწინე.