dimaopenaგაუმარჯოს დიმა, მეც გილოცავ ახალ წელს და ახალ სპორტულ სეზონს

)
სამწუხაროდ, "თბილისი მარათონამდე" არაფერი არაა საქართველოში
Kobaltyგურუსი რა გითხრა მარა..

გააჩნია რა ინტენსივობით და რა დისტანციებს გეგმავ. კვირაში 3ჯერ 5-5კმ სირბილით არამგონია რამე გააფუჭო
ერთადერთი, ბოტასს მიაქციე ყურადღება. ჯერ ტერფი "გამოიკვლიე" შენით. თუ ბრტყელტერფიანი ხარ ჯობია შესაბამისი ბოტასი იყიდო. თუ არადა რაიმე ნორმალური ხარისხის სარბენი ფეხსაცმელი დაგჭირდება
ამ ვიდეოში კარგადა ახსნილი პრონაციები და შესაბამისი ბოტასის ტიპებიც
- ასევე, ეცადე არ ირბინო ქუსლებზე. არც წვერებზე... ოპტიმალურია მიწას თუ ტერფის შუა ნაწილით შეეხები ( თითების შემდეგ რომ გამობურცული ნაწილია ზუსტად იქ. "balls of feet" )
- გადადგი მოკლე ნაბიჯები. დამწყებებს ხშირად შეცდომით გონიათ რომ გრძელი და ნაკლები ნაბიჯები სიჩქარეს მოუმატებთ. რეალურად პირიქითაა, ხშირ-ხშირი და მოკლე ნაბიჯებით უფრო ნაკლები ენერგია იხარჯება და სისწრაფეც იმატებს, ასევე მცირდება ტრამვის რისკი. ითვლება რომ მორბენალი წუთში საშუალოდ 180-185 ნაბიჯს უნდა დგამდეს (2ვე ფეხით), თუმცა ნელი ძუნძულის შემთხვევაში შედარებით ნაკლებიც მისაღებია
- თუ ხვდები ასფალტი არ გსიამოვნებს გადადი გრუნტზე (ძველი იპოდრომი მაგალითად). წესით, კარგი ბოტასი თუ გაქვს არ უნდა შეგაწუხოს ასფალტმა მარა მაინც გაითვალისწინე
- ჩემთვის ყველაზე მთავარი რამ: არასდროს არ გახვიდე სარბენად მანქანებით სავსე ქუჩაში... მითუმეტეს საღამოს ან შუადღის საათებში. ჯერ უეჭველი გაგიტანს ვინმე, შემდეგ კიდე გამონაბოლქვი დაგახრჩობს
- და ბოლოს, უბრალოდ გაერთე სირბილით. თავს ძალა არ დაატანო. თუ დაიღლები გადადი სიარულზე, შემდეგ ისევ გაიქეცი ცოტა და ასე...
ჯერჯერობით ეს გამახსენდა მარტო, თუ რაიმე დამატებით დაგაინტერესებს ვეცდები დაგეხმარო