გული დამეწვა

ნებისმიერი მარცვლოვანი, კარტოფილი წყალზე და მარილში მოხარშული.
ყველი, კვერცხი, ფილე, ხილ-ბოსტნეული, მწვანილეულობა(ბევრი) - წინასწარ დაჭერი და ჩადე კონტეინერში.
შეგიძლია შეაზავო ბოსტნეული მარტივად: ძმარი, ზეთი, მარილი, გარნირად კი ის მოხარშული მარცვლოვანი წავა.
რამე შედარებით ჯანსაღი პურიც ჩართე. შავი და მძიმე. გემოვნებისთვის შეგიძლია დაფასოებული აჯიკა იყიდო ან რამე საწებელი.
ჩირები: ფინიკი, ქიშმიში, ქართული ქლიავის, ასაწონი.
თხილეული: ნედლი და ესეც ასაწონი, საკმაოდ იაფი გამოდის ასე და უფრო ბუნებრივიცაა.
ნუ, ასევე ხაჭო, არაჟანი, მაწონი. მე პირადად, ამათ არ ვჭამ. რძის პროდუქტად ვერ აღვიქვამ ქარხნულ პროდუქციას.
შინაურ მაწონს კი, მაგრამ სატარებლად მოუხერხებელია.
შინაურ-ნატურალური თაფლი, დილაობით ერთი კოვზი დალიე წყალში გახსნილი, პატარა ქილაც გეყოფა კაი ხანს.
საღამოს პატარა ჭიქა შავი ღვინო, შინაურ-ნატურალური, მშრალი. გემატოგენივით რამეც მიიშველე.

ამათ ზემოდან რაც გინდა დაამატე, კი გაძლევს წონა საშუალებას. უბრალოდ, აღარ მოგინდება, რადგან ბალანსირებული კვება ავსებს ორგანიზმს.
მაქსიმალურად "ადვილად" დავწერე, მაგრამ ვიცი, რომ მაინც ვერაფერი გაიგე და ძაან საჩალიჩო გგონია. არადა, უუუადვილესია,
მიაქვს მინიმალური რესურსი დროის, ფულის და ენერგიის სახით. (თუ კილოგრამობით არ მიეძალები ზოგიერთ მათგანს.

)
და ამ ყველაფერში რამდენი სახის პროდუქტი შედის რომ ჩამოვთვალო, უგრძელესი სია გამოვა. ასე რომ, არ მოგბეზრდება ერთი და იგივე.
ახლა, აქედან რაც შენ გეადვილება და გეკომფორტულება, ამოარჩიე და მოირგე. არ ინანებ. ცოტა ხანში თავს საუცხოოდ იგრძნობ.
This post has been edited by Estrella on 9 Jul 2017, 19:39