გამარჯობა

ორი იუთუბ არხი მაქვს გამორჩეული, რომელთა პროგრამებსაც ვიყენებ ხოლმე.
https://www.youtube.com/user/FitnessBlender (ისე რა მომწონს. ისეთნაირადაა პაუზები, რომ ზედმეტად ისვენებ, მაგრამ ამავდროულად ვერც ჩელენჯობ სავარჯიშოების სტილის გამო.)
https://www.youtube.com/user/yaboymillhoy (ეს მომწონს. გონივრულად და ზუსტადაა შედგენილი. მეტი ჩელენჯის საშუალება გაქვს, მაგრამ მეტად ენერგიულად ხარ. )
ხოდა, ეს მეორე ანუ Millionaire Hoy , არის ძალიან სასაცილო, აქტიური და საყვარელი.
თავიდანვე შევამჩნიე, რომ კუნთის ჩვეულებრივად დასატვირთად ჩვეულებრივი მოძრაობის ნაცვლად მაკედონელის სტრატეგიებს მიმართავს ხოლმე.
მაგრამ გუშინ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. აკრობატობა და ჟონგლიორობა დამაწყებინა. ტვინი ვეღარ წამოყვა რეებს ჩალიჩობდა.
გიჟივით მეცინებოდა. მაგრამ ძალიან ეფექტურად დამხარჯა და ამავდროულად ენერგიაც მომიმატა.
ესეც პროგრამა, უბრალოდ რა ნაგიჟარია ტიპი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
და ესეც მისივე მოკლე, მაგრამ ეფექტური სავარჯიშო for abs
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
და კიდევ ერთ კაცზე ვიხოცებოდი სიცილით.
მაგრამ ამას არ მივსდევ. გარეგნულად ჩანს კარგი, რადგან ბრუტალური ვიზუალი აქვს, თორემ თვითონ პროგრამები უაზრობაზე უაზრობაა.
ერთ-ერთ პროგრამაზე მივწერე რაღაც და ათასი ლინკი გამომიგზავნა, რომელიც უნდა დამელაიქებინა და ბოლოს ბევრი ყოჩაღი და პოზიტიური რამეები მისურვა.
https://www.youtube.com/user/motleyfitness <--
და აქვე, შეკითხვა თქვენთან ---> როდესაც შენი სიგამხდრის წონაზე 5კგ-თი მეტი ხარ, ნავარჯიშები.
არის შესაძლებელი, რომ ვარჯიშით და შესაბამისი კვებით, ისე დახვიდე შენს ჯანმრთელ წონაზე,
რომ გამხდარი არ გერქვას, მაგრამ არც გამასკულინურდე? ამაში ვგულისხმობ არაფემინურად განვითარებული კუნთოვანი სხეულის ტიპის ქალებს.
უუხეშდებათ ხოლმე ტანი, რადგან ცხიმის ფენა ძალიან თხელდება და კაცურ რელიეფზე ჯდება კუნთი, ეს ჩემი სუბიექტური აზრით, თორემ ბევრს ეგ ეიდიალურება.
ან შეიძლება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის სხეულის ტიპზეა დამოკიდებული.
და ამ საქმეს (ისე დახვიდე შენს იდეალურ წონაზე, რომ არც ძვლები ამოგეყაროს და არც კუნთები გაგიტლანქდეს)
პერსონალური ტრენერი სჭირდება იმენნო, თუ ცოტა შენი ცოდნა-გამოცდილება, ცოტა დარბაზში ინსტრუქცია კვებაზე და ვარჯიშზე საკმარისი იქნება?
ვაიმე, ჩავხლართე ახლა ყველაფერი
This post has been edited by ______ on 31 Dec 2017, 11:10