მერსედესის F1-ის ძრავის ეფექტურობამ სტენდზე 50%-ს მიაღწია
„მერსედეს-MAG-ს“ ფორმულა ერთის 1.6-ლიტრიანი V6 ძრავის თერმულმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა (თერმულმა ეფექტურობამ), სასტენდო ტესტებისას 50 პროცენტს მიაღწია. ამასთან, ძრავამ 2014 წლის სეზონის ვერსიაზე 109 ცხენის ძალით მეტი სიმძლავრე განავითარა.
ძრავების ახალი, ტურბო-ჰიბრიდული რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, გერმანული კომპანიის ძრავებით 73 რბოლაში 60 გამარჯვებაა მოპოვებული, რაც ფანტასტიკური შედეგია. და გასაკვირიც აღარაა, რომ ამ სამ სეზონში, პილოტების და გუნდური ტიტულებიც, სამქიმიანების პილოტების და გუნდის ნადავლი გახდა.
„მერსედესი“ თავის ვებგვერდზე წერს, რომ ატმოსფერული V10 ძრავების შემთხვევაში, თერმული ეფექტურობა 30 პროცენტზე ნაკლები იყო. 2014 წელს ამ
მაჩვენებელმა 44 პროცენტი შეადგინა და მას შემდეგ, მუდმივად იზრდება.
„მერსედესი“ ასევე გვამცნობს, რომ იმ ძალური დანადგარის მთავარი ნაწილი - „M08 EQ პაუერ+“ შიგაწვის ძრავა, რომლითაც „მერსედეს-AMG-ს“ ფორმულა 1-ის გუნდი ასპარეზობს, მის ისტორიაში ყველაზე მძლავრიცაა. ამასთან, V10 ატმოსფერულ აგრეგატზე გაცილებით ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს.
თბური ეფექტურობის 50-პროცენტიანი ზღვარის გადალახვა ნიშნავს, რომ „მერსედეს-AMG-ს“ F1-ის ძალური დანადგარი, შიგაწვის ძრავის მიერ გამომუშავებული ენერგიიდან, იმაზე მეტ ენერგიას იყენებს, ვიდრე კარგავს. ეს კი ავტოინდუსტრიის ისტორიაში უპრეცედენტო მიღწევაა.
ტურბო კომპრესორის და ენერგიის აღდგენის თბური სისტემის გარდა, ძალურ დანადგარს ამ მიღწევაში წვის კამერის ოპტიმიზაცია და საწვავის მიწოდების პროცესის სრულყოფა ეხმარება.

გარდა ამისა, მინიმუმამდეა დაყვანილი ხახუნით გამოწვეული დანაკარგები, რაშიც კომპანიის ბრიქსუორტელ (ბრიტანეთი) ინჟინრებს, უახლესი მასალების და საზეთი საშუალებების გამოყენება ეხმარება. დაკიდევ: პარტნიორ გუნდებს „მერსედეს-AMG-ს“ ძრავები, თავიანთი ბიუჯეტების 5-10 პროცენტი უჯდებათ, რაც ასევე მნიშვნელოვანია.
დაბოლოს: „მერსედესAMG-მ“ თავისი ფორმულა 1-ის ძრავის დეფორსირებული ვერსია, უახლეს ჰიპერავტომობილ Project One-ში გამოიყენა, რომლის მსოფლიო პრემიერაც ახლახანს, ფრანკფურტის მოტორ შოუზე შედგა და რომელიც საზოგადოებას, „დაიმლერის“ შეფ დიტერ ცეტშესთან ერთად, F1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა წარუდგინა.
ესეც
Mercedes AMG - Project One
ფერარის დაგვენძრა ყოველწლიურად ჰაჰაჰ

) რა ჯანდაბა ინჟინერი ყავთ ესეთი :|
This post has been edited by JamesDorado on 9 Nov 2017, 15:29
- ყველაზე დიდი სათხოვარი იცით რა არის? როცა თავს ჩაქინდრავ და ეტყვი: "უფალოო, იყავნ ნება შენი...."
- თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისთვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რად უნდა გვილაჩრდებოდეს გული?