ველომცოდნეებო მოგესალმებით : )
ვფიქრობ ველოს ყიდვას სამსახურში სასიარულოდ - ბიუჯეტი ასე 400 ევროს ფარგლებში..
ვცხოვრობ ქალაქში რომელიც უმეტესად ბრტყელია (გორებიცაა, მაგრამ იქ არ ვაპირებ ველოთი ვიარო). სამსახურამდე არის 4 კილომეტრი და ძირითადად ბრტყელზე.
მაინტერესებს ფიქსი სტილის, ანუ ერთსიჩქარიან ველოს თუ გაუწევთ რეკომენდაციას?
მიზეზები არის ფასი, ესთეტიკა (მინიმალიზმის ფანი ვარ) და ის რომ სერვისი არ დასჭირდება.
ქვემოთაა ორი მოდელი რომელიც მომეწონა, 350 დან 400 ევრომდე ღირს ორივე.
ველო არ მქონია 12 წლის რომ ვიყავი მას მერე, ანუ 20 წელზე მეტია გასული. მაშინ მქონდა აისტი, რომელსაც არ ქონდა სიჩქარეები, მაგრამ დადიოდა რა.
