გამარჯობა.
ამ თემაში სულ დაიგნორებული ხარ, თუ ბიჭი არ ხარ და ტყიურივით არ ვარჯიშობ. არა და, პირველ გვერდზე კი არის გოგოების ფოტოებიც.
მაგრამ მე მაინც უნდა დავწერო
მოკლედ, წელიწადნახევარზე მეტი ხომაა რაც ვვარჯიშობ. მაგრამ დამოუკიდებლად და ინსტინქტურ რუტინად ვიქციე ბოლოს.
წინა კვირას, 1 კვირა ვერ ვივარჯიშე, სიცხისგან ვერც ვჭამე და მაგრად ჩამოვთხელდი და მოვდუნდი.
შემდეგ, 3 დღე ჭამა და კვება გავაძლიერე, ვარჯიშის ტიპიც შევცვალე და ვატყობ, საკმარისია კარგი ვარჯიში და შესაბამისი კვება, ძაან უცებ ვტრანსფორმირდები.
და ახლა თქვენთან მაქვს სათხოვარი. მოკლედ, რაღაც პერიოდი ვიქნები მთაში, სადაც მინდა საფუძველი ჩავუყარო ჩემს დასკვნით ნაწილს.
იქ კი ვარჯიშობენ, ოღონდ კაჩოკურად და მძიმედ, ყოველგვარი ვიდეოების გარეშე და დიდი გირებით.
და აქ თუ ვინმე ერკვევით იუთუბის სპორტული ჩენელების სპეციფიკაში, რამე მაღალინტენსიური, 1 საათიანი პროგრამა, რომელი წავიყოლო?
ან პროგრამა თუ არა, რამე რჩევები მომეცით, როგორ ვპორგრესირდე დასვენების პერიოდში.
მე მაქვს არჩეული რაღაცეები, მაგრამ ეგენი უკვე ვაკეთე.
დიდი იმედი მაქვს ამასაც არ დააიგნორებთ, ლამის 20 პოსტი მაქვს ამ თემაში და იმენა ყველა დაიგნორებული!!!
This post has been edited by Estrella on 9 Jul 2018, 01:20