ახლა რაც შეეხება თემას
X_Datka_Xაბსოლუტურად გასაგებია, ძირეულად უნდა შევცვალო ჩემი სავარჯიშო რუტინა და გავაგონივრულო, ესე იგი, მაღლა რომ იყო ვარიაციები.
მაგრამ, მაგათ შორის კარდიოები ჩავრთო? გავხურდი კარგად, კარდიო, სქუათი და შემდეგ ისევ ძლიერი კარდიო 5წთ.? თუ ეგრევე ფლენქზე დავდგე?
ნუ, ვარჯიშის შემდეგ კაი 10 წთ. იოგას გაწელვებს ვაკეთებ ხოლმე, რომ ელასტიურობა არ დაიკარგოს, ვერ ვიტან გატლანქებულ ფორმას.
მე მყავს ძალიან ნავარჯიშები და ტყიური ოჯახის წევრი, რომელსაც გავაკეთებინე ჩემი გაწელვები და ღობეში რომ გაეკვეხება ჭყვიტინა ღორი ისე გაიკვანძა.
და თვითონ ის მაქებს ხოლმე, მეუბნება რომ ჯანზე ვარ, პიტბულივით დარტყმები მაქვს და ა.შ. ეგ მასმევს ხოლმე ენერგეტიკებს და 1-2-ჯერ გეინერი შემომაპარა.
kaiser Sozeჰო, ნუ ეს ტაბატა რაცაა კი მივხვდი. მეც მიფიქრია, იქნებ საკმარისად არ ვიყენებ-მეთქი სხეულს ვარჯიშისას.
რადგან ენერგეტიკი რომ დამალევინეს, არანორმალურად მომემატა ენერგია და ისე ვივარჯიშე, ბილიკის სიჩქარე აღარ მეყო, ვარჯიშის შემდეგ 3 დღე ვერ დავიოდი.
მიზეზი მაქვს ამის, ძილს ვიკლებ, არ ვიკვებები შესაბამისად, სიგარეტს შევეპარე და მოკლედ, ავსაჩკავდი, იმიტომაც არ მაქვს ის შედეგი, რაც უნდა მქონდეს.
აი, თუ არ დაგეზარებათ, 1სთ-იანი გონივრულად გაკეთებული, ძალოვანი + პუსლის ამაჩქარებელი კომბინაციის სტილი რომ დაწეროთ.
მინდა, რომ სექტემბრამდე მოვიდე აზრზე და სექტემბრიდან შევცვლი აბსოლუტურად, ცეკვა + ცურვა, იშვიათად დარბაზი და ეგ იქნება.
სიმძიმეები არ მომწონს. მე პირადად, მაჯა გამიძლიერა ანუ ძვლებიც ჩამომიყალიბა თითოს და ძარღვები მაჯდება ხოლმე მაჯებზე.
უთხელესი წვივები მქონდა და ახლა ცოტა მოშნი გახდა. არა და მომწონს მშვენივრად ჩემი წვრილი ძვლები და არ მინდა დავკარგო ეს.
თან ასაკში რომ შედიხარ, ისედაც იკვეთება მყესები და ძვლები, ამიტომ მირჩევნია ცეკვა-ცურვა. ხომ ვარ სწორი? ჩემი აზრით კი.
როდესაც ნავაჯიშებ გოგოს ვხედავ, თან ახლა ეს დაყენებული საჯდომები რა მოდაშია, რა თქმა უნდა, ვაფასებ ნაშრომს, მაგრამ მე მირჩევნია ბიონსე, ვიდრე კლასიკური დარბაზის გოგო.
და ბიონსეს ეგ სწორედ კომბინირებული დატვირთვით აქვს, თორემ მარტო დარბაზში რომ დაკაჩაობდეს, იქნებოდა ეგეც კენტრავიზაციის პროცესში წასული ქალი.
ანუ ფიზ.კულტურა მე არ მესმის მარტო გარეგნულ შედეგზე ორიენტირებით, ეს მთელი სპირიტუალურ-ფიზიკური პროცესია ჩემთვის
და რკინის გირების კაჩაობა მარტო შორს ვერ გაგაფრენს ამ საკითხში.
მოკლედ, მთელი გეგმები მაქვს მე, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება პროცესშივე და არა ვალდებულება, და როგორმე ივლის-აგვისტო უნდა გავქაჩო თუნდაც მცირე პროგრესით.
აჰა, რა გინდათ, აგაჭორავეთ კიდეც ბონუსად, უღიმღამოდ პოსტავდით ხოლმე რაღაცეებს.
This post has been edited by Estrella on 10 Jul 2018, 19:41