ViPeRრა უნდა, არის 3 მიკროელემენტი(თუ მაკრო) ცილა - ცხიმი - ნახშირწყალი. ცილა არის კუნთის მკვებავი , ნახშირწყალი არის ენერგია და მასა, ცხიმი არის ტესტოს ბუსტერი, თუმცა არასასარგებლო ცხიმების (მათ შორის რაფინირებული) მიღება არ არის მიზანშეწონილი.
უნდა გაითვალისწინო 1. როდესაც მომატება გინდა უნდა ჭამო ბევრი ნახშირწყალი! 2. უნდა მიიღო ბევრი ვიტამნი ხილის დაბოსტნეულის სახით( ხილიდან მიღებული ნახშირები ინსულინის დონეს წევს ორგანიზმში რაც გაძლევს იმის საშუალებას რომ სულ ფხიზლად იყო

, დილით რომ გაგეღვიძება არ გადატრიალდები და არ გააგრძელებ ძილს, ძილის წინ ვჭამდი ძალიან ბევრ ხილს ხაჭოსთან ერთად და დილა მქონდა არაჩვეულებრივი :დდდ ) 3. უნდა მიიღო რამდენიმე სახის ცილა , არამხოლოდ ქათმიდან ასევე თევზიდან + წითელი ხორციდან და ა.შ.
ვსო მორჩა. ეხლა ეს კვება გინდ დღეში 10 ჯერ დაყავი და გინდ 200 ჯერ. მთავარია ბევრი ჭამო. 2 თვე გაიჭირვე. კვირაში თუ 0.5 კგ მოიმატე საშუალოდ, მთლიანი პერიოდის განმავლობაში გექნება +4 კგ რაც ძალიან მაგარი შედეგია. სუფთა მასისთვის 4 კილო ისე დაგეტყობა გეგონება ერთი 20 კილო მოგემატოს. ამას პლიუს წყალსაც გაიჩერებ კრეატინების დახმარებით და 6 კგც ჯიბეში გაქვს. დამიჯერე ძალიან მაგარი შედეგია 2 თვეში 6 კილო. ჯერ ერთი რო მეტაბოლიზმი ნორმალურად რეაგირებს ასეთ ზრდაზე + ორგანიზმიც ეჩვევა წონას.
ჯიმ"მორისონიალერგია გადატანითი მნიშვნელობით თუ პირდაპირი ?
თუ გადატანითი - არცერთს არ გვიხარია ყოველდღე ნახევარი კილო ფილეს ჭამა , მთლიანი ჭიქით სავსე ხაჭოს ჭამა და ა.შ. თუ მიზანი გაქვს გადალახავ მაგ პრობლემას. აუცილებლად ! გამომიცდია საკუთარ თავზე.
ნახშირწყლების ოჯახს ასევე მიეკუთვნება - მაკარონი , კარტოფილი, ლობიო მაგრამ ეს ზემოთმოხსენებული წიწიბურა/გერკულესი/ბრინჯი ყველაზე მეტად სასარგებლოა და უვნებელია.
მაკარონი - ცომეულია , თუ სუშკაზე ხარ არ გამოგადგება. უფრო მასაზე.
ლობიო - სასარგებლო ცილებსაც შეიცავს მაგრამ ძალიან ცოტა ნახშირია შიდ და + ღვიძლი ძალიან ცუდად ხარშავს ამ საკვებს.
კარტოფილი - დიდი რაოდენობით კრახმალს შეიცავს და რთული მოსანელებელია.( თუმცა ბრინჯიც შეიცავს კრახმალს, უბრალოდ ბრინჯიდან შესაძლებელია კრახმალი მაქსიმალურად გაწრიტო კარტოფილიდან კიდე არა.)
ჭამე, მიეჩვევი. ყოველ დილით დააძალე თავს, წარმოიდგინე საკუთარი თავი , როგორი იქნები ამას თუ შეჭამ და მეორე - მესამე დღიდან გაგიმარტივდება. ეგრე ვიყავი მეც გერკულესზე და ხაჭოზე, აი ამოდიოდა ყელში და მინდოდა გადამეფურთხებინა.