საკვები დანამატები იმიტომ ჰქვია მაგათ, რომ დანამატებია და არა შემცვლელები.
აბსოლუტურად არაფერს არ ვსვამ, გარდა BCAA-სი, უბრალოდ კარგად ვჭამ, აი მართლა კარგად და მშვენივრად მოვიმატე წონა. ნახე ჩემი ძველი პოსტები, დაწვრილებით მიდევს კვებაზეც ინფო და ვარჯიშზეც.
+ კვირაში 6 დღე ვვარჯიშობდი და აქედან 4 დღე სქუატები და დედლიფტები იყო ჩართული. 3 თვეში 10 კილომდე მოვიმატე. არადა რამდენჯერ გინახავს არა, რომ კვირაში 3-4 დღე ვარჯიში მარტოო?

რეალურად, აღდგენაზეა დამოკიდებული - რამდენადაც აღდგენას მოახერხებ, იმდენად ხშირად და მძიმედ ივარჯიშებ. აღდგენა კიდევ არის ძილი (8 საათი+) და კარგი კვება.
+ ნატურალი ვარ, არასდროს არანაირი ფარმა/პრეპარატი არ მიმიღია. მქონდა Whey პროტეინი, კაზეინი, გლუტამინი, კრეატინი… რომ ვნახე რომ კარგი კვების მერე ეფექტი მაგათგან 0 მქონდა, შევეშვი.
როცა მართლა კარგად და სწორად ჭამ, როცა ვიტამინებს და მინერალებს იღებ საკმარის რაოდენობას, კრეატინისგან ეფექტი გექნება 0, გლუტამინისგან 0 და ა.შ. თუ ამ დანამატებისგან ეფექტი გაქვს, ე.ი. არ იკვებები საკმარისად სწორად.
ქათამი და ინდაური ძალიან ღარიბი ცილაა, წითელი ხორცი ჭამე. და მაკრონუტრიენტებზე მნიშვნელოვანი მიკრონუტრიენტებია კიდევ.
მარილი უნდა მიიღო საკმარისი, იოდი, მაგნიუმი, რკინა...
კვება უმნიშვნელოვანესია და შედეგი არ გექნება, სადამ სწორად არ გამოიკვებები. + უნდა დათვალო რამდენს ჭამ, კალორიებით და განმეორებითი იყოს კვება. ერთ დღეს 2000 ჭამო, მეორე დღეს 2500 არასწორია. არასავარჯიშო დღეებშიც იმდენი უნდა ჭამო ასევე, რამდენსაც სავარჯიშო დღეებში ჭამ, როცა იმატებ.
რადგან ამბობ, რომ სურვილი გაქვს და გაინტერესებს, ნახე The Vertical Diet. ამას ვიყენებ მე კვებისთვის.
აი ორი დიდი ვიდეო:
ამ ორს რომ უყურებ, აი სხვებიც ნახე:
https://www.youtube.com/results?search_quer...e+vertical+dietფანტასტიურად კარგი წარმოდგენა შეგექმნება რა რატომ და რისთვის გჭირდება და როცა გადაეწყობი ამ კვებაზე, ყველა მხრივ ნახავ ბენეფიტებს, არა მხოლოდ უბრალოდ მასის მხრივ.
HandShakeBCAA მხოლოდ და საჭმელი ჭამე. ჩემი პოსტის პირველი ნაწილი წაიკითხე.
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.