AvtandiL 169პლასტმასისბურგერიგაიხარეთ მეგობრებო
საინტერესო კათამთები წავიდა ბოლო გვერდებზე და თემაც ცოტა გამოცოხლდა. : ))
იმან რომ სტეროიდებს "ვაჯვი", რამოდენიმე ძველი უზერი, რომელთა აზრს პატივს ვცემ, ცოტათი გაანაწყენა, ამიტომ მოკლედ დავწერ ჩემს დამოკიდებულებას სტერიოდებზე.
აი ვულვერინი:

გადაღებულია ძალიან მშალზე, შუქ ჩრდილები მანიპულირებულია, მაგრამ ესთეტიურ ტანზეა.
კარგი ამბავი მაქვს და ცუდი ამბავი.
დავიწყოთ კარგით: ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი, თუ არის საკმარისად მოტივირებული, ივარჯიშებს დაუღალავად, გააკონტროლებს საჭმელს და ძილს, მიიღებს ნატურალურ (არასტეროიდულ) დანამატებს (თევზის ქონი, ამინოები, კრეატინი, კოფეინი, ვიტამიმები), დადებს მსგავს შედეგს.
ეხლა ცუდი: ეგ არის უმეტესობა ადამიანებისთვის გენეტიკური ჭერი, მეტ კუნთს ქიმიის გარშე ვეღარ დაიდებს.
ეხლა ქიმიის ორი მომხმარებელია მოყვარულებში:
1) ზარმაცები - ვისაც კარგი შედეგი უნდა სწრაფად. უმეტესობა ამ კატეგორიისაა.
2) მაქსიმალისტები - ვინც დადო კარგი შედეგი, მაგრამ აზარტში შევიდა, მეტი მოუნდა.
მე მხოლოდ იმ ქიმიის მომხმარებლებს ვცემ პატივს, ვინც ნატურალურად მიუახლოვდნენ საკუთარ გენეტიკურ ჭერს. და მოუნდათ ის ხილი, რომელსაც ქიმიის გარეშე ვერ მოსწვდებოდნენ. ზარმაცების არ მესმის. სტრეკაზები არიან კრილოვის იგავში.
ქიმიაში ვგულისხმობ სინთეტურ ტესტოსტერონებს (დიანაბოლი, დეკა დურობინი, ანადროლი, ტურინაბოლი და სხვები), სინთეტურ ჰორმომებს: ზრდის ჰორმონი და ინსულინი, ძლიერ ცხიმის მწველებს, როგორიცაა კლენი.
თუნდაც ყველაზე უვნებელ სტეროიდს, სიტყვაზე ტურინაბოლს, შეიძლება ქონდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები, და საჭიროებს PCT-ს (ციკლს შემდგომი თერაპია).
This post has been edited by kaiser Soze on 8 Sep 2018, 18:10