twist1k1) 2000 კალორიის დათვლა ასე არ შეიძლება. შენს წონას და სიმაღლეს გააჩნია. 70 კგზე ადამიანს სჭირდება მიიღოს 1800 კკალორია დაახლოებით რომ კლება დაიწყოს ორგანიზმმა. 1800 დან 2500 მდე შენარჩუნება წონის 2500 - 2800 მდე მატებაზე მიდის.
2) კი კარგია. თავს ვერ დავდებ იმიტომ რომ მე არ გამომიცდია მაგრამ 3 შევხედე შენ რო მთხოვე და ყველაზე კარგი ეგაა. თან ეგეთი სისტემით ვვარჯიშობ მეც და კმაყოფილი ვარ. ვუწევ რეკომენდაციას. დიეტაც საკმაოდ არამოსაწყენია.
3) კონკრეტულად წელზე და მუცელზე ან თუნდაც მკერდზე არ ხდება ცხიმის გამოწვა. არ დაუჯერო არავის თუ გითხრეს რო მაგას მუცლის კეთება შველისო (პრესები) , ეგ არ წვავს ცხიმს , ეგ ამაგრებს კუნთს მხოლოდ და მორჩა. მაგარს ვღადაობ ხოლმე ბიჭები პრესებს რომ აკეთებენ და ამბობენ ზაფხულისთვის უნდა დავაგდოო :დდ ვარჯიშით არაფერს არ ვარჯიშობენ და + სახლში რასაც ზეთი და შაქარი ურევია ყველაფერს ჭამენ :დდ ყველაფერი უნდა ავარჯიშო და მთლიან სხეულზე დაიკლებს ცხიმის დონე თანდათან! დრო სჭირდება მაგას.
მეგობარი მყავს ოდნავ ცხიმიანი, გამომაშრეო. მაგ საქმეში პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ -5 კგ დავადებინე 1 თვეში. კიდე 2 კგც და ეგაა. ვაჭმევ მაქსიმალურად ცილოვანს + ბოსტნეულს + ნაკლებ ნახშირებს. აჰა გეტყვი რანაირ კვებაზეა:
1) დილით გერკულესის ფაფა 50 გრამი+მშრალი ხილი. 1 ცალი მოხარშული კვერცხი გულიანად + 4 მხოლოდ ცილა.
2) შუადღეს წიწიბურა 80-100 გრამი + 200 გრამი ფილე მოხარშული + ბლომად ბოსტნეული.
3) საღამოს წიწიბურა 50 გრამი + 200 გრამი ფილე მოხარშული ან თევზი მოხარშული + ბლომად ბოსტნეული.
4) დაბალი ფრუქტოზის შემცველი ხილი. ღამით. (მწვანე ვაშლი,მალინა, მარწყვი, ავოკადო)
5) ძილის წინ მაქსიმალურად ცხიმგამოცლილი ხაჭო 250 გრამი.
ჯამში 1800 კალორიას არ ცდება. საკმაოდ კარგი შედეგი აქვს და ფორმებიც საკმაოდ ხარისხიანად აზის.
ხო კიდე დაიმახსოვრე, ერთ კვირაში დაგდებული 10 კგ არ შეგშურდეს თუ ვინმემ დაიტრაბახა. რაც უფრო სწრაფად დააგდებ წონას მით უფრო სწრაფად დაგიბრუნდება

თუ ცხიმიანობისკენ ხარ მიდრეკილი ანუ ორგანიზმში გაქვს დიდი რაოდენობით ადიპოციტები ( ცხიმის უჯრედები ), მართალია ეგ არ ქრება მაგრამ, რაც უფრო დიდი ხანი შეაჩვევ "არააქტიურ" მდგომარეობაში ყოფნას მით უფრო ნელა მოქმედებს არაჯანსაღი საკვები ცხიმოვანი მასის მომატებაზე. 1 თვეში 5 - 6 კგმდე დაგდება არის იდეალურზე იდეალური. 1) კანი ელასტიურობას ინარჩუნებს 2) ადამიანისმაგვარი ფორმა ნარჩუნდება და არა ჩამოწელილი კანი 3) ჯანსაღად იკლებ და არა არანორმალურად , ანუ მეტაბოლიზმი არ გერღვევა , და კიდევ ძალიან ბევრია ჩამოსათვლელი :დდ არ გავაგრძელებ.
This post has been edited by X_Datka_X on 25 Oct 2018, 02:02