მოიხოდება, რატომ ვერ მოიხოდება. საიდანღაც უნდა დაიწყოს თან
gvelis_wiwilaაი სავარჯიშო პროგრამა:
B O D Y B U I L D I N Gაი ჩემი შედეგები:
B O D Y B U I L D I N G (50 დღეში მოვიმატე 7 კგ, 71 კგ ვარ ახლა)
ვარჯიშამდე და ვარჯიშის მერე უნდა ჭამო ყველაზე კარგად.
დღეში ესე 500 გრამი ხორცი (წითელი ხორცი, ფილეთი ძნელია მომატება. ჩალაღაჯი იაფიცაა და ცხიმიც აქვს, კალორიების შესავსებად), ყველი, კვერცხი, ნახშირწყლები შეივსე შვრიის ფაფით, წიწიბურათი, ბრინჯით...
დაიმატე ისეთი ბოსტნეული, რომელიც ადვილად მოსანელებელია - ბულგარული წიწაკა, ისპანახი...
ხილიც ჭამე.
თხილეულობა (კაკალი, თხილი, ნუში...) დაიმატე დღის განმავლობაში 50 გრამის ფარგლებში.
და ეგაა

მინიმუმ 2500 კალორია დაგჭირდება მომატება რომ დაიწყო, მეტიც. 2500 კალორიას სავარჯიშო დღეებში უპრობლემოდ დაწვავ. მე 3000 დამჭირდა რომ მატება დამეწყო. 1.75 მეტრი, 64 კგ ვიყავი, თუმცა ნუ 1.5 წლის ვარჯიშის "სტაჟი" მქონდა.
მერე ორგანიზმი მიეჩვევა კალორიების მაგ რაოდენობას და მომატებისთვის კიდევ უფრო მეტი დაგჭირდება. მე ახლა 3700-3800 კალორია მჭირდება უკვე რომ მატება გავაგრძელო.
და კიდევ - იმდენი ჭამე არასავარჯიშო დღეებშიც, რამდენსაც ვარჯიშის დღეებში შეჭამ. ნუ თუ იმ პროგრამით ივარჯიშებ, რაც დაგიდე, კვირაში 6 დღე ივარჯიშებ.
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.