დავსერჩე მაიპროტეინების ოფშენები და მაგარი იაფია მართლაც.
ჩემთან მაღაზიაში იყიდება 120 ლარად (ექვივალენტად) 2.5 კგ (ბუდაპეშტში). ანუ სკუპი გამოგდის ლარი და ოცი თეთრი.
შედარებისთვის ოპტიმუმ გოლდი ასე 180 ლარი ღირს 2.2 კგ.
მე ძირითადად ადგილობრივ ბრენდს ვხმარობდი (ბიოტეხ უსა), თვითონ შრატი კარგი ხარისხისაა ნაღდად, მაგრამ გემოები არ უვარგათ, ზედმეტად ტკბილია. ამიტომ დანამატების გარეშეზე გადავედი, მაგრამ წყალთან საზიზღრობაა, რძეში უნდა გახსნა. თან ბლენდერი უნდა, ხელის შეიკერით კარგად ვერ იხსნება.
შიგადაშიგ მასლ ფარმის კომბატი, ოპტიმუმი გოლდი და ვეიდერი. წუხელ ლაბდორის რეიტინგები დავსერჩე, რამე ახალი ბრენდი მინდოდა მეცადა, და მაიპროტეინი ამომიგდო.

თან მართლაც ყველაზე იაფია ამ არჩევნიდან.
ისე ხანდახან ბაზარში ვყიდულობ ხოლმე შრატის ხაჭოს. 100 გრამში დაახლოებით 16 გრამი ცილა და 4 გრამი ცხიმია. კილო ათი ლარი ღირს. კაი რამაა, ცოტა თაფლი მოასხი და კენკრები მოაყარე. ბავშვის საჭმელში ვხმარობ ხშირად. სამ ოთხ დღეზე მეტს ვერ ძლებს ოღონდ მაცივარში.
სოფელში რომ მივდივარ ხოლმე, ზაფხულობით. იქ ნადუღს ვყიდულობ.