ადრე შეგპირდით კურსის ჩატარებს ამბებს ჩამოვწერ და აი მოვიცალე როგორც იქნა.
დავგეგმე 8 კვირიანი კურსი ტესტოსტერონი და მასტერონი, ორივეს ეფირი პროპიონატი.
კურსის აღებამდე ავიღე ანალიზები თითქმის ყველაფერზე
დავიწყე კურსი 100მგ ტესტოსტერონი და 100მგ მასტერონი ყოველ მეორე დღეს. ანასტრაზოლი სტანდარტული დოზა(0.5მგ ყოველ მეორე დღეს).
მეორე კვირის ბოლოს ავიღე ისევ ანალიზი. ტესტოსტერონი ესტრადიოლი, პროლაქტინი და სისხლის საერთო. ესტრადიოლი ცოტა მომატებული იყო(კურსამდე მაჩვენებელთან შედარებით, ისე ნორმაში იყო) ამიტომ ანასტრაზოლის დოზა გავზარდე 1მგ ყოველ მესამე დღეს.
მეექვსე კვირის ბოლოს ისევ ანალიზი ამჯერად ესტრადიოლი პროლაქტინი და სისხლის საერთო. ესტრადიოლი ისევ ოდნავ მომატებული იყო და ისევ გავზარდე ანასტრაზოლის დოზა 1მგ ყოველ მეორე დღეს.
მერვე კვირას უკვე ბოლო ინექციის შემდეგ 1 კვირა შესვენება. 1 კვირა იმიტომ რომ პროპიონატი მოკლე ეფირია და ასე ვთქვათ მალე გამოდის ორგანიზმიდან. ტესტოსტერონი უნდა დავარდეს თითქმის ნოლზე და აი მერე შეიძლება პკტ დაწყება, ამიტომ მეცხრე კვირის ბოლოს ავიღე ანალიზი. სისხლის საერთო ანალიზი, ესტრადიოლი, პროლაქტინი, საერთო ტესტოსტერონი, ალტ, ასტ, ბილირუბინი.
ტესტოსტერონი თითქმის 0-ზე იყო და დავიწყე პკტ. კლომიფენი სტანდარტული დოზა 50მგ ყოველ დღეს პირველი 3 კვირა. 3 კვირის ბოლოს ანალიზი. საერთო ტესტოსტერონი, პროლაქტინი, LH, ესტრადიოლი. აი აქ მოხდა ცოტა უცნაური რამ. ტესტოსტერონი, ესტრადიოლი და LH იყო ძალიან მაღალი. ჩემი ორგანიზმი აღმოჩნდა მგრძნობიარე კლომიფენის მიმართ და სტანდარტული დოზა დღეში 50მგ ჩემთვის იყო მაღალი.
შევწყვიტე კლომიფენი და ესტრადიოლის დასაწევად ისევ დავიწყე ანასტრაზოლის მიღება, უცებ რომ არ დაეგდო მივიღე 1მგ ყოველ მესამე დღეს.
სამი კვირის მერე ისევ ავიღე საბოლოო ანალიზი თითქმის ყველაფერზე და ყველაფერი იყო ოქროს შუალედში. ყველა მაჩვენებელი ბევრად უკეთესი იყო ვიდრე კურსამდე.
მოვიმატე 12კგ. ნუ რა თქმა უნდა მშრალად არა.
P.S ეხლა თქვენ თვითონ მიხვდით რატოა საჭირო ანალიზების აღება და ყველაფრის კონტროლი
This post has been edited by GabeZX on 20 Jun 2019, 12:45
2009 Kawasaki ZX6R stock.
2006 Kawasaki ZX10R Titanium Force Full Exhaust, K&N Air Filter, chromed wheels, Rear Solo Seat Cowl, SPY 5000M alarm system