ძმებს გაუმარჯოს.
მოკლედ დავიწყე ვარჯიში, 1 თვე მისრულდება ორშაბათს და ძაან დეტალური კითხვები მაქვს
მოკლედ ძალიან გამხდარი ვარ და ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრება. სიმაღლეში სადღაც 1.88 - 1.90 ვარ. ახლა მიჩვენებს 74.5-75 -ს სასწორზე. სიგარეტე გადავაგდე 2 თვეა უკვე.
ჰოდა ეხლა ჩემი მთავარი მიზანია რომ ვიდზე მოვიდე და მკერდი წამომეწიოს (რომელიც ვაბშე არ მაქ და ძალიან მაწუხებს ეგ ამბავი) და ზოგადად ვიდზე მოვიდე. უნდა მორჩეს ეგ ამბავი ვსო.
1 თვეა რაც დავიწყე და ასეთი რეჟიმი მაქ:
1 დღე
წელი
ბენჩ პრესი
მკერდის ტრენაჟორი
ტრიცეპსი 1
ტრიცეპსი 2
მაღლა რო წევ ხელით
პრესი
2 დღე
კარდიო 5წთ
წელი
ჩაჯდომები წონით
ფეხი 1
ფეხი 2
ფეხი რო აწვები
პრესი 1
პრესი 2
3 დღე
წელი
ბიცეპსის ტრენაჟორი
განტელები ბიცეპსზე (მართებულად აწევა/დაწევა)
წინ მიყუდებული უკან რომ წევ ხელით ეგ ტრენაჟორი
პრესი 1
პრესი 2
სამჯერ ან ოთხჯერ მივდივარ კვირაში.
ჭამას რაც შეეხება, ძალიან ცოტას ვჭამდი აქამდე და ახლა დავიწყე ეს რეჟიმი:
9:30 დილით - 2 ლორი/ყველი/კარაქი ბუტერბროდი + 3-4 კვერცხი
10:40 ვარჯიში
ვარჯიშის მერე - ეგრევე 2 ბანანი და სნიკერსი
16:00 - ბოსტნეული ოხრად + კარტოფილი და ქათამი
18:00 - გრეიფრუტი და ბანაი
20:00 - ლორიან ყველიანი ბუტერბროდები ან რაც მომხვდება გარეთ გასულს
ამ ყველაფერს ვაყოლებ რძეს. საერთოდ დღეში მინიმუმ 1 ლიტრ რძეს ვსვამ ჯამში.
ძალიან ცოტაა მომატებისათვის? რამე უნდა შევუცვალო? ამაზე გადართვა მაგრად გამიჭირდა, მაგრამ მეტნაკლებად ვქაჩავ.
ეგებ ვარჯიშებზეც მითხრათ რამე, რამე არასწორად ხომ არ დამიწერა ტრენერმა. ტრენაჟორებს 20-25 წონებით ვაკეთებ, ბენჩზე 4 მისვლა 10 აწევა 20-25 კილოს, სულ სამჯერ ვქენი ეგ ჯერ.
მოკლედ მაქსიმალური შედეგის მიღება მინდა მკერდზე/ზედა ნაწილში განსაკუთრებით და რა უნდა გავაკეთო კიდევ ამისათვის? პროტეინების დალევა წავიწყო თუ ჯერ ადრეა?
კაროჩე ნებისმიერ რჩევას/შენიშვნას მივიღებ, მთავარია შედეგი მალე მქონდეს
ხო მიზანი არ მაქვს შვარცნეგერობა, ანუ ნორმალურ ნავარჯიშევ ტანზე რომ ვიყო, მეტი არც მინდა. მაქსიმუმ რაღაცა ასეთ პონტში (თუ ვაბშე შეიძლება ჩემი მოცემულობით აქამდე მისვლა) :
This post has been edited by gvelis_wiwila on 3 May 2018, 11:44
მიმაგრებული სურათი