#52705639 · 13 May 2018, 19:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
TSILIKISHVILI
QUOTE | მინდა რამე ენერგიისთვის და მასისთვის რო დამეხმაროს შედეგისთვის. რამე ბიუჯეტური მინსა თევზის ქონზე რას იტყვით ? |
კარგი კვებაა მაგისთვის საჭირო, მეტი არაფერი. ჭამე წითელი ხორცი, ჭამე კარბები, საკმარისი ცხიმები, D ვიტამინის შემცველი საკვები და წონასაც აკრეფ და ენერგიაც გექნება. თევზის ქონი საერთოდ არაფერ შუაში არაა არც ენერგიასთან და არც მასასთან.
vasovaso92
QUOTE | სადმე კეთდება ვიტამინების ნაკლებობაზე ანალიზები?ფასიც იქნებდ აწეროთ თუ იცით ვინმემ და ანალიზის პასუხი რამდენ ხანში იქნება. |
http://mrcheveli.com/http://enmedic.ge/სხვა კლინიკებიც აკეთებენ. პრაისი საიტზე უდევთ მაგათ ორივეს. პასუხები მალეა ხოლმე, რამდენიმე დღეში. B.I.G.PAPPA QUOTE | ყავის მიღება იმ დროს როდესაც ცდილობ დაიკლო რამდენად არის მიზანშეწონილი ? უშაქროს ვერ ვსვამ და ცოტა შაქარი-ორი ფინჯანი ყავა დღეში დიდ ზიანს მომიტანს ? სხვა მხრივ კალორიების დეფიციტი მაქვს შექმნილი დღეში 1200კალორის მეტს არ ვიღებ და ვარჯიშსაც არ ვიკლებ თუ გაქვთ გამოცდილება იმის რომ ყავის მიღების მიუხედავად მოახერხეთ სასურველი წონის დადება |
ზედმეტად დიდი დეფიციტი გაქვს შექმნილი და ტყუილად ანელებ მეტაბოლიზმს, ჩემი აზრით. საშუალო აქტივობის კაცი დღეში 2000 კალორიას უპრობლემოდ წვავს. 1-2 ჭიქა ყავა არაფერს გიზამს, არცერთი მიმართულებით. ნუ თუ 5 კოვზ შაქარს არ იყრი კარგი ხარისხის ყავას თუ სვამ, კოფეინი ექნება მაინც შიგნით და ცოტა გულს აგიჩქარებს, მეტ კალორიებს დაწვავ ოდნავ პითონიQUOTE | კვებას თუ არ დაარეგულირებ შედეგზე არც იფიქრო. |
+1. შედეგი იდება 80%-ით დარბაზის გარეთ, აღდგენაზე ზრუნვით, რაც არის ძილი და კვება. დარბაზში რასაც ვაკეთებთ, არის კუნთისთვის სწორი სტიმულის მიცემა, ეგაა და ეგ. დარბაზში რასაც ვაკეთებთ, ეგ ადვილია. გაცილებით ძნელია საკმარისი ძილი და კარგად კვება.
* * * Trance In Trance
QUOTE | მეც ყველაფერს ვაკეთებ 2x3x10-12 ჩერეზ ძენ (შბთ-კვრ დასვენება) ანუ ტყუილად ვწვალობ? ქიმიაზე არ ვარ |
არ წვალობ ტყუილად. ზოგადად, ყველა მიმართულებით ფიტნესში, თითქმის ყველა მოსაზრებაზე მეტნაკლებად მეცნიერული კვლევა არსებობს  ანუ ისიც მეტნაკლებად მართალია და ესეც, მაგრამ ყველა კვლევა ყოველთვის იდეალურად არ ტარდება. რამდენ ვარჯიშს მოახერხებ კვირის განმავლობაში, ერთ კუნთს რამდენად და რამდენჯერ დატვირთავ, რა ინტენსივობით ივარჯიშებ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოახერხებ აღდგენას. ბოლო 3 თვე კვირაში 6 დღე ვვარჯიშობდი, მათ შორის 4 დღე სქუატები და დედლიფტები იყო. ამ პერიოდში 9 კილო მოვიმატე, 64-დან 73-მდე და მაქსიმალური წონებიც საკმაოდ გავზარდე. დედლიფტი 90-დან 130 კგ-მდე სქუატი 90 კგ-დან 125 კგ-მდე დახრილი ბენჩპრესი 60-დან 70 კგ-მდე 3 თვის წინ 3000 კალორიიდან დავიწყე, მერე 3500, მერე 4000 და 4200 კალორიით დავამთავრე. საკმაოდ კარგად ვიკვებებოდი და ბოლო თვენახევარი საერთოდ არცერთ დანამატსაც აღარ ვიღებდი BCAA-ს გარდა. ძილი იდეალური არ მქონდა, მაგრამ არაუშავდა. ვისაც უნდა მითხრას, რომ კვირაში 6 დღის ნაცვლად 3 დღე რომ მევარჯიშა, უკეთესი აღდგენა მექნებოდა. ოღონდ დაამტკიცოს თან ძალიან დიდი ზღაპარია ეგ, რომ თუ ქიმიაზე არ ხარ, კვირაში 3-4-ჯერზე მეტად არ უნდა ივარჯიშო და თითო კუნთი ერთხელ დატვირთო და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი დამოკიდებულია აღდგენაზე. 5 საათიანი ძილით, ქათმის ფილეთი, ბროკოლით და კრეატინით შედეგები არ იდება, არ არსებობს ჯადოსნური რეცეპტი და ა.შ. Theatre of dreamsQUOTE | კვირაში 6ჯერ ვარჯიში შეიძლება? ფეხებს არ ვავარჯიშებ ოღონდ და დალშე სხვა კუნთები გამოდის კვირაში სამჯერ, დღეგამოშვებით. ორი კვირაა ასე ვარ და მშვენივრად ვგრძნობ ჯერჯერობით თავს. |
შეიძლება, უბრალოდ აღდგენაზე იზრუნე და დაბალანსებული პროგრამა აიღე. + ფეხებიც ავარჯიშე, ჩამორჩენა გექნება მერე საკმაოდ.
პითონი
QUOTE | ვარჯიშები როგორ დავყო დღეების მიხ3დვით მითხარით გამოცდილებმა. |
მიზანი რა არის? კუნთოვანი მასის მატება, გახდომა თუ რაიმე სხვა? აი ესაა პროგრამა, რომელიც მე გამოვიყენე მომატებისთვის: B O D Y B U I L D I N G * * * პითონიQUOTE | სულ რო გამოვშრე არ მინდა.კუნთი უნდა დარჩეს + ზრდას ხელს არ უნდა უშლიდესცხიმები დავყარო მთავარია:დდ |
აჰაა, დაკლება გდომებია, ახლა ვნახე Eat less, Move more, Sleep more, ეგაა მაგის წამალი. არანაირი ცხიმისმწველი და დანამატი არ ახდენს სასწაულს. მით უმეტეს, ეგ ცხიმისმწველებია ენერგეტიკებია ჩვეულებრივი, ფხვნილის სახით, რომელთა უმეტესობა გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობისთვის საზიანოა. r3spectზემოთ პროგრამა დავლინკე, გადახედე. თუ დროის ამბავში ჩაეტევი, კარგი პროგრამაა. კვების მხრივ, რამდენი კალორია გამოგდის? + ფილე ჩაანაცვლე წითელი ხორცით. kaiser Soze-მაც სწორად გირჩია QUOTE | როგორც მითხრეს და წავიკითხე 1 საათზე მეტი ვარჯიში არ შეიძლებაო |
ინდივიდუალურია ძალიან. 1 საათი ძალისმიერი კარდიო 30 წამიანი შესვენებებით და 1 საათი წონებით ვარჯიში 2 წუთიანი შესვენებებით ხო რადიკალურად განსხვავებულია არა? Theatre of dreamsQUOTE | ცხოვრებაში პირველად დავიწყე ვარჯიში მეორე კვირა სრულდება. კვირაში 6 დღე ვვარჯიშობ და პრობლემაა? ძველი პოსტები ვნახე, ზოგი ამბობს არ არის რეკომენიდრებულიო, ზოგიც არაფერი შავდებაო. გადაღლილი არ ვარ ჯერჯერობით და სურვილითაც მინდა რომ ასე გავაგრძელო )) |
QUOTE | არც დაკლება მინდა არც მომატება. ღიპი და რამე არ მაქვს, მაგრამ მუცელზე მინდა ცოტა გამოშრობა. იდეაში ჩემი მიზანი ფორმაში რომ ჩავდგე მხოლოდ ეგაა.ფეხებს არ ვავარჯიშებ საერთოდ. ყოველდღე 2-3კმს დავრბივარ და პრესებს ყოველდღე ვაკეთებ 100 ცალს. დალშე დღე გამოშვებით. ერთი დღე ბიცეფსი, ზურგი, მხრები და მეორე დღეს მკერდი და ტრიცეფსი. ჯამში 2-2.5 საათი გამომდის, ოღონდ შესვენებებით. |
თუ საკმარისი აღდგენა გექნება, არაა პრობლემა. საკმარისი აღდგენა გულისხმობ 8 საათიან ძილს და მართლა კარგად ჭამას.
რადგან ახალდაწყვებული გაქვს ვარჯიში, სჯობს, რომ რაიმე კარგი პროგრამა აიღო და იმას მიყვე.
ფეხები ავარჯიშე აუცილებლად. ჩამორჩენა გექნება გარკვეული პერიოდის მერე.
პრესებიც 100 და მით უმეტეს ყოველდღე არაა საჭირო. + რომელ ვარჯიშს აკეთებ პრესზე? * * * Gull wing vasovaso92
QUOTE | მადლობა, ხო გლუტაიმინიც კაი უნდა იყოს )) არასოდეს მიმიღია დანამატები. გლუტამინი, ვეი პროტეინი და კრეატინი ერთად მოჟნა ხო? როგორც წავიკითხე ვეის და გლუტამინს ერთადაც იღებენ. |
QUOTE | გლუტამინის და პროტეინის ერთად დალევა არ ვიცი მარა პროტეინის და ამინოს დალევა ერთად არ შეიძლება წავიკითხე სადღაც ადრე. |
რა თქმა უნდა, შეიძლება. ვეი პროტეინი შეიცავს გლუტამინსაც და სხვა ამინომჟავებსაც, მათ შორის, შესაბამისად, აბსოლუტურად უპრობლემოდ შეიძLება ერთად დალევა. კრეატინიც ჯადოსნური დანამატი არაა, მაგის მარაგები კუნთებში გროვდება, ამიტომ ზოგი საღამოსაც კი სვამს ჩაისთან ერთად * * * FranziskanerWeissbierQUOTE | არა ეგ ტყუილია, ვერ მიიღებ მაგდენ დ ვიტამინს. ბევრი ვეძებე და ვიკითხე მაგ თემაზე, მაინტერესებდა და არ ყოფილა მართალი |
+1 vasovaso92
QUOTE | ადრე წავიკითხე რო დღეში მზეზე 15 წუთი დ ვიტამინის დღიურ ნორმას ავსებსო. |
ჰო, არაა ეგრე. მზე შველის საკმაოდ, მაგრამ 15 წუთი ნამდვილად არა და საკვებსაც თუ არ იღებ შესაბამისად, მარტო მზეც არ უშველის ალბათ. თან D ვიტამინი რეალურად ვიტამინი არაა, ჰორმონია * * * Gull wingQUOTE | კაი რაღაც მითხარი მადლობა, მართალი ხარ აშკარად. რო დავთვალე 3000-350 კალორიას მაინც ვიღებ დღეში და მაგ კალკულატორების მიხედვით კი უნდა მომემატებინა უკვე. ერთი კითხვაც მექნება, პირველი კითხვის ლოგიკური გაგრძელება გამოვა ალბათ მომატება კი მინდა, მაგრამ მთლად ცხიმის ხარჯზე არა ბუნებრივია, ხოდა ვინაიდან ხორცი არ მიყვარს და ვერ ვჭამ ვფიქრობ დანამატები მივახმარო ჩემს კვებას. ფილეს ვჭამ გაჭირვებით, მეჯავრება უკვე მარა თავს ვაძალებ და თევზს კვირაში 1 ჯერ ან ორჯერ, საქონლის და ღორის ხორცს სულ არ ვჭამ. ბოლო 3 თვე მითუმეტეს, არ ვარ საქართველოში და ხინკალს და ქაბაბსაც აღარ ვჭამ ვიფიქრე ცილა მაინც მინდა და პროტეინი ვიყიდო და რახან საქონლის ხორცს არ ვჭამ და პლიუს ამ ბოლო დროს დაღლილობას ვგრძნობ ვარჯიშისას, კრეატინიც ვიყიდო პროტეინთან ერთად. ახლოს ვარ საღ აზრთან? პროტეინი და კრეატინი რომ ვიყიდო დამიბალანსებს ცოტას მაინც, ცილის და ენერგიის ნაკლებობას? |
წითელი ხორცის გარეშე (ძროხა, ღორი, ცხვარი…) ძალიან გაგიჭირდება მომატება. იმდენ ისეთ ვიტამინს და მინერალს შეიცავს წითელი ხორცი, რაც სხვაგან არაა და მუდმივად დანაკლისში ხარ მაგის გარეშე.
თუ მაინც ვერ მოახერხებ, მაშინ ხო, პროტეინი, კრეატინი… მაგრამ შედარება არაა. ფხვნილები უბრალოდ გადაშავებული საკვებია, ვიტამინების და მინერალების გარეშე.
+ მარილი მიიღე საკმარისად. მე წითელ ხორცს ვჭამ და მარილსაც საკმაოდ ვიღებ, დღეში დაახლოებით 15 გრამს და კაი ხანია კრეატინს შევეშვი. ეფექტი მქონდა აბსოლუტური 0, იმის გამო, რომ მარილი ისედაც აკავებდა კუნთში სითხეს და წითელ ხორცში ბუნებრივად კრეატინი არის დამატებით.
This post has been edited by Power_VANO on 13 May 2018, 19:35
--------------------
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.
|