gvelis_wiwila2 წელიწადია თითქმის. ძაან რთული გზა გამოვიარე :დდ 54 კილოდან დავიწყე. წარმოიდგინე რა ვიქნებოდი 1.89 ზე :დდ
რას ვჭამ?
დილით - გერკულესი 100 გრამამდე + ბანანი + პროტეინი + რძე.
შუადღე - მაკარონი/წიწიბურა 250 გრ მოუხარშავი ოღონდ. მოხარშულზე ბევრად მეტი (თუ ყველი შემომრჩა , ყველთან ერთად)
საღამო - პროტეინი + ბანანი + წიწიბურა/მაკარონი 250 გრ + მწვანე ვაშლი.
ღამე1 - ქათმის ფილე\წითელი ხორცი 400-500 გრ. + სალათი კიტრი პომიდორის+ ყველი თუ იქნა რა თქმა უნდა +რძე.
ღამე2 - ხილი ნებისმიერი+ხაჭო
შუალედებში უეჭველი ვაყოლებ სნიკერსს/ბაუნტი/ტვიქსი/კიტკეტი მოკლედ რაც გამისწორდება.
მიუხედავად ამისა ძაან რთულად ვიმატებ.
——————-
შეგიძლია დაიწყო სწუატიც და დედლიფტიც. არავის არ უსმინი, ინტერნეტში გადახედე გადმოხედე, რაც დაგევასება, რაზედახ კომფორტულად იგრძნობ თავს ის აკეთე, რაც უფრო მეტად მოგიხდება ( დედლიფტი+ სწუატი აუცილებელია )
მკერდს რაც შეეხება გამეზარდა ოღონდ არა ისე როგორც სხვებს, ძალიან თხელი მკერდი მაქვს და ჩამორჩენილი სხვა კუნთებთან შედარებით. რთული საკაჩაოა მაგრამ ძალიან ლამაზი მკერდი გვაქვს დამიჯერე

) მასა გვინდა უბრალოდ.
შეგიძლია ბენჩი 180 გრადუსიანი ჩაანაცვლო 30 იანით. უკეთესია როგორც ვატყობ, უკეთ ვგრძნობ და უკეთ იპამპება. გადახედე რა ყველა ვარიანტში.
ძირითადად მე მკერდს მასაზე ვავარჯიშებ ბაზებით .
1. ბენჩი - პირველი მისვლა გახურება სამუშაო წონის 50% ზე 15-20 განმეორებით. სამი შემდეგი მისვლა სამუშაო წონით 10 განმეორება და ბოლოს ვაკეთებ სუპერსეტს, შოკამდე მიმყავს ძუძუკები.
2. ორძელი - ვაკეთებ 3 მისვლას მაქსიმალური განმეორებით. პირველი 20 მდე დანარჩენი ორი 15 მდე გამომდის. მხრები მეღლება ბენჩიდან თორე წონითაც გავაკეთებ.
3. განტელებით ჟიმი 180 გრადუსზე - 4 მისვლა 8-12 განმეორება
4. თუ შემრჩა ენერგია სვენს ვაკეთებ თუ არა და გადავდივარ ხელებზე.
კვირაში ორჯერ ვავარჯიშებ ამგვარად

იზრდება ოღონდ ნელ-ნელა. თუ გინდა აიღე შენც , ოღონდ სუპერსეტი ამოიღე ბენჩიდან.