Don2პირველ რიგში შენს პოსტში რამდენიმე შეცდომა დავინახე და მაგითი დავიწყებ:
1. ნადუღი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ხშირად მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. შეიცავს ცილას რომლის გადამუშავებაც ურთულდება ორგანიზმს დროდადრო და ორგანიზმსაც ურხევს წონის მომატებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
2. სირბილიც ძალიან კარგია, მაგრამ წინა გვერდებზეც სულ მაგას ვწერდი - ოფლს ძალიან ბევრი კარგი რამ გამოაქვს ორგანიზმიდან და მისი შევსება ძალიან რთულია, შენ თვითონ დაარეგულირე როგორ გირჩევნია, მე კვირაში ერთხელ 45 წუთს დავბივარ და დალშე კვირაობით ფეხბურთს ვთამაშობ რამდენი ხანიც მომიწევს, სხვა დღეებში აუცილებლად სიმძიმეებით ვვარჯიშობ.
3. გამოთვალე ამ საიტზე დღეში რამდენი კალორია გჭირდება
http://www.calculator.net/calorie-calculator.html რაც შენ გიწერია ძალიან მკაცრი შეზღუდვა და მასეთ დროს ორგანიზმის ფუნქციონირება ირღვევა, ცხიმის წვაც უფროდაუფრო უჭირს.
4. რაც შეეხება მუცელზე ცხიმის მოშორებას:
რაც შენ გინდა მაგას ინგლისურად ქვია spot reducing (spot targeting) და მაგას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს როდესაც ავარჯიშებ ყველა კუნთს და მერე ამატებ სხეულის კონკრეტულ მონაკვეთში ვარჯიშებს.
ცხიმის წვის მთავარი მიზანი არის კალორიების დეფიციტის შექმნა, 1 კგ არის 7500 კალორია. მე პირადად დღის განმავლობაში გამომიდს 1000 კალორიის დეფიციტის შექმნა და კვირის ბოლოს რომ ვიწონები 1 კგ-ით ნაკლები ვარ
თუ ტრენაჟორებზე ვარჯიში შეგიძლია ძალიან კარგი, თუ შენით ვარჯიშობ აუცილებლად უნდა აკეთო აჭიმვები, ბუქნები და სხვა ვარჯიშები შენს სხეულზე სისტემატიურად. 300-400 პრესი კატასტროფულად ბევრია, გარდა იმისა რომ ტყუილად წვალობ, ორგანიზმი ეჩვევა ერთიდაიგივემოძრაობის გაკეთებას და ეფექტურობას კარგავს.
კვებას რაც შეეხება - მოხარშული კვერცხი აუცილებელი საჭმელია დილას ან შუადღეს, შემწვარი და ნაჯერი ცხიმები გატყობ ამოღებული გაქვს, კარგია ძალიან. გამომცხვარი ქათმის და საქონლის ხორცი როცა გესიამოვნება, მსუბუქად ივახშმე დაძინებამდე 4 საათით ადრე