ჩემს პროგნოზს დავწერ სეზონის შესახებ.
ბოლო გპ, ანუ დაბი 2019 დაძაბული სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. პოულიდან იწყებს სებასტიან ფეტელი, მას უკან მიჰყვება მაქს ვერსტაპენი. შეგახსენებთ მთელი სეზონი როგორი დაძაბული ბრძოლა იყო ამ ორ პილოტს შორის, რამდენჯერ მოიტოვეს უკან სრულად პელეტონი, ორივეს თანაბარი ოდენობით აქვთ 11-11 პოდიუმი, ქულებშიც ახლოს არიან და მაქსი მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება გერმანელს.
მეორე პიტის შემდეგ ლიდერობს მაქსი, თუმცა სებასტიანი 5 წამშია მასთან და უფრო რბილი კომპლექტაციის ახალი საბურავები აქვს ფერარის გენიალური სტრატეგიის წყალობით.
მაქსი დაეწია ბოტასს რომელიც დატოვეს პიტის გარეთ რადგან მესამე ადგილზე მყოფი ჰემილტონი წამოეწიოს რედ ბულს და ფერარის. ბოტასმა საკმარისი დრო დააკარგინა მაქსს რამაც ჰოლანდიური დედის გინება დაიმსახურა რადიოში. სებასტიანმა ჩვეულ ლურჯ დროშებს მოუხმო და უმალვე გადაასწრო ფინელს, ახლა იგი ბოქსებში გადაუხვევს.
სხვაობა სებასტიან ფეტელს და მაქსს შორის არის მხოლო 0.8 წამი, გერმანელი დრს-ის ზონაშია, მაქსი გამარჯვების შემთხვევაში სებასტიანზე წინ ასრულებს სეზონს, აი რამხელა წონა აქვს დღევანდელ რბოლას.
ბოლო წრე, "ესკებიდან" გამოსული სება დააჯდა რედ ბულს კუდზე და მეორე "პრიამიკის" ბოლოს გადაასწრო, აშკარა სხვაობაა ფერარის და ჰონდას შორის.
ფინიში, ზეიმი ფერარის საჯინიბოში, სებას გაშვრეილი თითი და ისევ დაბოღმილი მაქსი.
შეგახსენებთ რომ ლუის ჰემილტონმა მე-6 ტიტული მოიპოვა დღეს და 24 ქულის სხვაობით გაასწრო ლეკლერკს