მე და გიო ჩემპიონები ვართ, სულ ორადორი ბარბარიზმი დაგვიციტირა
Gio..ჩემპიონები ვართ ამ განყ-ის მპოსტავებს შორის

ძალიან კარგი შენიშვნა იყო ისე რომელიც რა თქმა უნდა ისედაც ვიცოდით თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გარკეული ტერმინოლოგია ღრმად გვაქ გათვისებული შესაბამისად მას ხმარობთ )) არადა კონკრეტულად პრიჟიმი მეც სულ ნერვებს მიშლის ხოლმე
არის რაღაც სიტყვები რაშიც რა თქმა უნდა არ გვაქვს თარგმანი იგივე მაგალითად დაუნფორსი, არის ტერმინოგოლია რომელიც ფიზიკურად არ გვაქვს როგორც პირდაპირი შესატყვისი ვინაიდან მსგავსი რაიმე არ არსებულა არასდროს ქართულ ლექსიკონში და დღეს რამეს თუ დავარქმევთ, ანუ მაგალითად მეტროს შესატყვისი არ არსებობს ქართულში და დაარქვეს ქვეგრიალა, რა თქმაუნდა ყოვლად უაზრობაა ეხლა ვინმემ რო მითხრას ან ამტკიცოს რო მეტროს ქვეგრიალა ქვიაო

იმიტო რო მეტროს ცნება არ არსებობდა ქართულში და თუ მინდა მეტროს დავუძახებ თუ მინდა ქვეგრიალას და თუ მინდა ქვეღრიალას ))
ასეა მაგალითად დაუნფორსი

და უამრავი ტერმინოლოგია რომელიც უბრალოდ არ არსებობს ქართულ სიტყვიერებაში, თუნდაც პოული ან სლიპსტრიმი

ამას უნდა შევუსატყვისოდ ქართულში შინაარსობრივად რომელიც უფრო მისადეგარი იქნება სხვა ვარიანტი მანდ გამორიცხულია და ის სიტყვა რომელიც უფრო ახლოს იქნება შინაარსით რა თქმა უნდა ვერ ჩაჯდება ფორმულა ერთის ტერმინოლოგიებში
სხვა მხრივ კი ბატონო, იგივე იავნად, იგივე ბეზრაზნიცა

იგივე ზაიობები

და უამრავი ასეთი სიტყვა რომელიც დღეს ღრმად დამკვიდრებულია ქართულ რეალობაში
საერთოდ ტერნინოლოგიები ვერ ითარგმნება ქართულში მარტივი მიზეზის გამო ის სიტყვები და სიტუაციები არ არსებობდა ქართულში და ამიტომ არ გვაქვს, სიტყვაზე ფეხბურთი მაგალითად ნათმეგი, კალათბურთში მაგალითად ქლაჩი პოინტი, ან ბაზერ-ბითერი, ან ბანკ-შოტი, ჩოგბურთში მაგალითად ეისი და ბევრ მაგალითს მოვიყვან, სადაც რაღაც მცირე ნაწილი ჩასწორდება მხოლოდ შინაარსობრივად ახლო მდგარი სიტყვები მაგრამ ეს არ იქნება თავისთავადა თარგმანი