სეთინგს ენგ, ქართულში საერთოდ არაა შესატყვისი და რა ვიხმაროთ, ილია ჭავჭავაძეს რო პოსტავ უამრავი სიტყვა რომელიც ფიზიკურად არ არსებობდა ქართულში მან და გიორგი ნიკოლაძემ ადგნენ და მოიგონეს, წნევადან დაწყებული ბანკი და დენით დამთავრებული და ჩვენც მოვიგონოთ თუ რა ვქნათ
ფორმულა ერთის ტერმინოლოგია ქართულად ფიზიკურად არ არსებობს ისევე როგორც სიტყვაზე რაკეტას არ აქვს თარგმანი და პირდაპირაა გადმოტანილი და ასეთ უამრავ მაგალითს მოგიყვან და რა ვქნათ ეხლა ჩვენ

ეხლა რო იძახი ენას ვკარგავთო და ასე და ისეო შენ გგონია სიტყვების უმეტესობა რასაც ჩვენ ვხმარობთ ყველა ძირძველი ქართულია?

ნახე აბა სულხან-საბას სიტყვის კონა, იქამდე არსებული სიტყვები რომელიც ბარბარიზმად აღიქმებოდა, მაგრამ ხალხის მეტყველობაში ღრმად იყო გამჯდარი ე.წ. ქართულ სიტყვებად იქცა, ბევრმა კიდე სახე და ფუძე იცვალა და დღეს საერთოდ სხვა სახით ვხმარობთ, მაგრამ ვამბობთ, რომ ქართულია, არადა იმ პერიოდისთვის მათი გამოყენება ბარბარიზმი იყო
შენ ვერ იტყვი რო ეს არ უნდა იხმარო, იმიტო რო ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც დაუსრულებლად მდიდრდება, იმ სიტყვათა დანამატებით, რომელიც ფიზიკურად არ არსებობდა/არსებობს და ვიმატებთ და ვაქართულებთ
ხო კიდე, უამრავი გინების ფორმაციები საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ შენც არაერთხელ შეგიგინია ცხოვრებაში და ქართული ბილწისტყვათა აბსოლუტური უმეტესობა მე-19 საუკუნიდაა აღმოცენებული საქართველოში, ანუ მას შედმეგ რაც რუსები გაბატონდნენ, მაგრამ დღეს კარგად ვიგინებით რა

ხო კიდე დაბოლოების იყოს, ილიამ რას სიტყვებიც გამოიგონა უამრავი ისინიც ბარბარიზმი იყო, არარსებულები, მაგრამ დღეს შეუცვლელი სიტყვებია უკვე
This post has been edited by Mr-Raptor on 23 Apr 2019, 16:07