JizZyრავი, აქვთ ბევრგან, 20 ლარში ვნახე ამასწინებზე რუსთავში
აგრეთვე ქება და დიდება Farmer's walk-ს

ძალიან მაგარი ვარჯიშია, თუ აქამდე არ აკეთებდით, აუცილებლად ჩასვით
ტრაპეციებზე ხო მოაქვს სასწაულად, თან ეგრევე - shrug-ების კეთება სასაცილოდ მოგეჩვენება
პლუს მუცლის კუნთებს ისეთი დატვირთვა აქვს სტაბილიზაციისგან, რომ პრესის ვარჯიშსაც ჩაანაცვლებს თავისუფლად
ცალმხრივი farmers walk ანუ ცალ მხარეს რომ გიჭირავს სიმძიმე, საერთოდ იდეალურია მუცლისთვის
პლუს წვივები, უკანა დელტები
და წინამხარიც თავისთავად მოჭიდებისგან
მნიშვნელოვანია:
> აღჭურვილობა - ჰანტელებით რთული გასაკეთებელია - ბრუნავს ხელში და მალე გივარდება, ამიტომ სპეციალური ძელია სამაგისოდ, ვიდეოში როგორიცაა
> წონა - დასაწყისისთვის შედარებით მსუბუქიც წავა, მაგრამ ამ ვარჯიშისთვის რეკომენდებულია მძიმე წონები, heavy as fuck, სხეულის წონა მინიმუმ
> სწორი ფორმა - ბიცეფსი არ უნდა დაიტვირთოს, როგორც კი ბიცეფსის დაძაბულობას იგრძნობ, ე.ი. არასწორად აკეთებ - ხელებზე "ჩამოკიდებული" უნდა გქონდეს სიმძიმე ფაქტობრივად