გამოცდილებო მირჩიეთ აბა რამე

მოკლედ rotator cuff გავიტრავმე, ექიმთან ვიყავი რახან აღარ გამიარა და ხელს მიშლიდა მოძრაობაში. 2 კვირა წამლები და მალამო დამინიშნა, მერე განმეორებით შეხვედრა.
რა ვარჯიშებს მირჩევთ ეს პერიოდი რომ მხარზე მინიმალური დატვირთვა იყოს და შემდეგშიც რაც შეიძლება ნაკლები ალბათობა იყოს ტრამვისა. იქამდე ჩემითაც დავგუგლავ რაღაცეებს.
ყინული თუ გალღვა და დათბა ლისზე ვირბენ უფრო ხშირად და სახლშიც მხოლოდ მსუბუქ ვარჯიშებს გავუშვებ + ფეხებს.
ბიცეფსი და ზურგი რომ ვავარჯიშო მხოლოდ + ფეხები რა აზრის ხართ? ჟგუტებიც მაქვს სახლში და იმასაც მივაწვები + 8 კგმდე შევამცირებ გირებ ბიცეფსის დროს. აი ზურგს რა მოვუხერხო ეს პერიოდი ნეტავ
პ.ს.
ექიმმა ტრადიციულად სიმძიმეებზე შეშვება და ცურვა მირჩია

როგორც კი პასუხი მიიღო შესაბამისი შეცვალა ეგრევე რიტორიკა... ამ ექიმისგან არ ველოდი ნაღდად ეგეთ რჩევას და ცოტა გავბრაზდი. რო არ იციან ვის ესაუბრებიან ხოლმე ხოგად რჩევებს გაძლევენ ვითომ რომ არ გადაგტვირთონ ინფორმაციით და პასუხის შემთხვევაში რომ ეს ასე არ ხდება მეთანხმებიან

რა დავაშავე ამისთანა ცურვით რო ტვინს მ***ვენ სულ. არც მევასებოდა არასოდეს და ვინც ეგ მითი დანერგა რომ წონაში დაგაკლებინებს იმას მ*** გამჩენ გამზრდელი. ეგ ვუთხარი და კი ბაზარი არაა ცურვით ვერ დაიკლებო.