ორი თვეა რაც ყოველდღე ცივ შხაპს ვიღებ, და უძლიერესია. ალბათ ერთ ერთი ყველაზე მაგარი ფიტნეს რჩევა, რაც კი შეიძლება ცხოვრებაში მიიღოთ. და თან ყველაფერთან ერთად უფასოა. პირიქით, ფულს ზოგავ.
არა იმდენად ფიზიკური ბენეფიტებს ვგრძნობ, რამდენადაც მენტალური ბენეფიტებს: ფოკუსი, იმპულს კონტროლი, ნებისყოფის ზრდა, ანტი-სტრესი, უკეთესი განწყობა. თუმცა ასევე დიდი ლიტერატურაა უკვე ფიზიკურ ბენეფიტებზე - იმუნიტეტის ზრდა, მეტაბოლიზმის ზრდა, გარკვეული ტესტოს ზრდაც, წონის კლება და, ზოგადად, სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ ერთი იარაღია დევიდ სინკლერის მიხედვით. კოსმეტიკური ბეფენიტებიც აქვს - თმებს აძლიერებს და ბზინვარებას აძლევს (ვინც თმის ცვენაზე ღელავთ), კარგია კანისთვის.
დილით ვიღებ, გაღვიძების შემდეგ, რადგან ყველაზე ცივი მაშინ არის შხაპი - წმინდა სუბიექტური კუთხით რადგან სხეულის ტემპერატურა ყველაზე დაბალია. მინიმუმ 5 წუთს, მაქს 15ს. ვცდილობ კანკალამდე მაინც მივიღო, მაგრამ უკვე 10 წუთი მჭირდება რომ კანკალი დავიწყო, და თუ სამსახურში ვარ წასასვლელი ფიზიკურად, ამდენი დრომ არ მაქვს. ნარკოტიკივითაა უკვე და არცაა გასაკვირი, ცივი შხაპი - 14 გრადუსზე დაბალი, დოპამინის დონის ბეისლაინიდან 250%-ით გაზრდა შეუძლია, ანუ უფრო ძლიერი ეფექტი ვიდრე სიგარეტი და უახლოვდება კოკაინის ეფექტს (დაახლოებით 400% დოპამინის ზრდა). აგერ კვლევაც:
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4049052/სხვათაშორის, არიან ტიპები ვინც ნარკოდამოკიდებულებას ცივი შხაპით დაანებეს თავი.
ჩემი გაზომვებით ცივი შხაპისას წყლის ტემპერატურა მერყეობს 9-12 გრადუსს შორის, გარეთ რა ტემპერატურაა იმის მიხიდევით. დღეს 12 იყო.
ცხელი და თბილი შხაპი საერთოდ ამოვიღე, და მხოლოდ ვარჯიშის შემდეგ ვიღებ ნელთბილს, რადგან არის გარკევეული მონაცემები რომ ვარჯიშის მერე ცივი შხაპი ხელს უშლის გეინებს.
ანუ ყველას გვაქვს სახლში უფასო საშუალება, რომელიც ხასიათზე მაგრამ მოქმედებს, დეპრესიისგან გიცავს, ფიზიკურ ჯანმრთელობას გიუმჯობესებს ყველა კუთხით, და კოკაინის მიღების დადებითი ეფექტი აქვს უარყოფითი ეფექტების გარეშე. და არ ვიყენებთ.
იმდენად უაზრობაა ეგ, ანალოგია რომ მოვიყვანო, ანჯელინა ჯოლი რომ გყავდეს ცოლად და არ ტყნავდე იმის ექვივალენტია.
მოკლედ, მიიღეთ ცივი შხაპი ახლავე!