kaiser Sozeკი კი შაურმა ლავაშში (პურს არც ვახსენებ) და გაშლილი შაურმა სულ სხვადასხვა თემაა. კარგი შაურმა და ბერძნული პიტაც იდეაში მაქედან კეთდება, ყველაზე გემრიელი ნაწილია ქათმის თეძო (tigh), საქართველოში კიდევ შაურმების უმეტესობა ფარშისგან კეთდება და კაცმა არ იცის რა ურევია... განსაკუთრებით ღორის ფარშს, გაყინულ ფარშზე ამას წინ შემადგენლობა რომ წავიკითხე გამოვშტერდი... ღორის ხორცს როგორ უნდა ჰქონდეს 100 გრამზე 20 გრამი ნახშირწყლები?! სახამებლითაა გატენილი.
HALAL რასაც აწერია ძირითადად სანდოა.
rezi0881რეალურად არაფერი პრობლემა არაა, აჭარული შეგიძლია მიირთვა ყველაზე მძიმე ვარჯიშის შემდეგ, ნახშირწყლები შეავსებს გლიკოგენის მარაგს

კარგი იქნება თუ კვერცხსაც დაამატებინებ, მითუმეტეს ცომგამოცლილი ბევრად ჯანსაღია.
შაურმა თუ შეგიყვარდა უმაგრეს რეცეპტს გასწავლი:
თურსაში იყიდება გაყინული ქათმის შაურმის ხორცის, 6 ლარამდეა 200 გრამი, იმენა შაურმის გემო აქვს, ეგ დაითრიე + ჭვავისგან დამზადებული ლავაში + ბოსტნეული და სხვა ყველაფერი გემოვნებით + დაბალცხიმიანი არაჟანი და შედარებით ჯანსაღი კეტჩუპი/საწებელი.
ჩვეულებრივი შაურმის ლომკასაც მოგიკლავს და მშვენიერი კვება გამოგივა.