#62399258 · 15 Dec 2025, 14:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დარბაზში მართალია იშვიათად დავდივარ, მაგრამ როდესაც დავდიოდი მალე დავამყარე კარგი ურთიერთობა ხშირად მოვარჯიშე ხალხთან.
გუშინ ვიყავი მისული და ისეთ დროზე ხალხი ბევრი არ იქნება-მეთქი ვიფიქრე და მაინც ბევრი ადამიანი იყო, ხოდა ერთი ნაცნობი შემხვდა, რომელიც კი გაიძახის ნატურალი ვარო, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი ეგ ნატურალი იყოს. ხოდა, კვებაზე ვბაზრობდით და მარკეტში უნდოდა რაღაცების ყიდვა და ფული არ ჰქონდა და ხელფასამდე მასესხეო, კაი -მეთქი და გავყევი მეც რაღაცების ყიდვა მინდოდა.
მოკლედ, ტიპმა იყიდა შებოლილი კალბასი, ქარხნის ყველი, ხაჭო, ორაგული და ნახშირწყლები დაიკიდა.
თურმე კეტოზე ყოფილა. 7 კვერცხს ვჭამ ერთ ჭამაზე და კალბასოო და არც ხილს არ იღებს )))
კეტოს დამსახურებაა ასეთ ფორმაში რომ ვარო :დ
ობიექტურად ერთი დიდი გაბერილი კუნთების გროვაა, ესთეტიკურად საერთოდ არ მომწონს და მაგას ჩემი ტანი მირჩევნია- კეტო დიეტას რაც შეეხება ვცადე ერთი პერიოდი და დაახლოებით ისეთი კლება მქონდა წონის, როგორც ჩვეულებრივ სწორი კვების დროს მაქვს, სამაგიეროდ ძაან არ მომეწონა ეგ კვება. თანდათანობით მაგათი სექტა ქრება. ადრე მაგარი პოპულარული იყო.
|